Aa Aa
7 ნოემბერი 2024  |  16:07

ძლიერი გვალვის შემდეგ, პენსილვანიაში 200 წლის წინანდელი ხიდი გამოჩნდა

ძლიერი გვალვების შედეგად, პენსილვანიაში, მდინარე იუგიოგენის ტბაზე 200 წლის წინანდელი ხიდი გამოჩნდა. ე.წ. „დიდი გადაკვეთის ხიდი“ 1818 წელს ფაიეტისა და სომერსეტის ქვეყნების დასაკავშირებლად აიგო. თუმცა, 1940-იან წლებში აშენების შემდეგ, ხიდი 15 მეტრის სიღრმის წყლით დაიფარა და ტბამ, საბოლოოდ, შვიდი დასახლებაც წყლის ქვეშ მოაქცია.

ბოლოდროინდელი გვალვის გამო, ტბაში წყლის დონე საგრძნობლად დაეცა. წყლის დონის დაწევის შემდეგ, ძველ ხიდთან ერთად სხვა მივიწყებული ნაგებობებიც გამოჩნდა: მათ შორის შენობების საძირკველი და ტროტუარები.

ეს იშვიათი სანახაობაა, რადგან ხიდის სამი დიდი თაღი 1998 წლის შემდეგ წყლის ქვეშ იყო მოქცეული. უახლოეს თვეებში სეზონური წვიმისა და თოვლის გამო წყლის დონე კვლავ მოიმატებს, ამიტომ ხიდი შესაძლოა მალე კიდევ ერთხელ დაიფაროს. მართალია გვალვა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბუნებრივი მოვლენაა პლანეტისთვის, ძველი ხიდის ნახვა ალბათ მაინც უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიით ან უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით.

პენსილვანია ერთადერთი ადგილია არაა, სადაც წყალქვეშ მოქცეული ნაგებობები, დრო და დრო, შესამჩნევი ხდება. საფრანგეთში, Serre-Ponçon-ის ტბაზე, დიდი ხელნაკეთი წყალსაცავია, რომელიც 1934 წელს აშენებულ სარკინიგზო ხიდის ნაშთებს მალავს. როდესაც წყლის დონე ეცემა, ადამიანებს ხიდის ნაწილებზე სიარული ან მის ქვეშ კაიკით გასეირნება შეუძლიათ.

გაზიარება: