Mazda-ს ორად გაყოფის მიუხედავად, მძღოლი უვნებლად გადარჩა
ავსტრალიაში, 5 ნოემბერს, სიდნეის გარეუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამი გზის კვეთაზე ავარიის შედეგად, 2024 წლის Mazda 6 ორ ნაწილად გაიყო, თუმცა მანქანის მძღოლი, 18 წლის პირი, ინციდენტს უვნებლად გადაურჩა და მანქანიდან გადმოსვლა შეძლო.
მომხდარზე ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სედანის უკანა ნაწილი მანქანას მთლიანად გამოეყო და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში შევარდა. ამის მიუხედავად, მანქანის წინა ნაწილი გზაზე დარჩა და უსაფრთხოების ბალიშებმაც დროულად იმოქმედა, რამაც მნიშვნელოვანი როლი მძღოლის გადარჩენაშიც ითამაშა.
ინციდენტის შესახებ არსებული სხვა დეტალებით, ავარია Mazda-სა და სხვა ავტომობილს შორის მოხდა, რომელსაც 45 წლის მამაკაცი მართავდა. შემთხვევის შედეგად, მეორე მანქანის მძღოლმაც მხოლოდ მცირედი დაზიანებები მიიღო და პრევენციისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Mazda-ს მძღოლი, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, დაკავებულია. 18 წლის პირს სისხლში ალკოჰოლის დასაშვებზე მეტი შემცველობა აღმოუჩინეს. შეჩერებული აქვს ავტომობილის მართვის უფლებაც. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, ჯარიმის სახით, 1 470 ამერიკული დოლარის გადახდა ან ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.