ილონ მასკი, Tesla, SpaceX, Tesla Motor
Aa
Aa

ათი უცნობი ფაქტი Tesla-ს შესახებ

დღეს, Tesla, $665-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და უმსხვილესი აქციონერი ილონ მასკი კი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. არსებული მდგომარეობით, მასკი Tesla-ს თანადამფუძნებელთა რიგებში ირიცხება, თუმცა იცოდით, რომ რეალურად, მილიარდერი კომპანიის თავდაპირველ დამფუძნებელთა შორის არ ყოფილა?

დღევანდელ სტატიაში იმ 10 საინტერესო და უცნობ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომლის შესახებაც ჯერ შესაძლოა არაფერი გსმენიათ:

დაარსება: Tesla Motor-ი 2003 წელს, ინჟინრების, მარტინ ებერჰარდისა და მარკ ტარპენინგის მიერ დაარსდა. ილონ მასკი, Paypal-ის თანადამფუძნებელი, Tesla-ს თავდაპირველი ინვესტორი და საბჭოს წევრი იყო. შემდგომ კი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაც დაიკავა.

მოდელების დასახელება: Tesla მანქანების ხაზი შემდეგ დასახელებებს მიჰყვება: Model S, 3, X და Y. როგორც მასკმა თქვა, მისი მიზანი სიტყვა „S3XY“-ს დაწერა იყო, სადაც „E“ ნომერი „3“-ითაა ჩანაცვლებული.

ფოკუსი ბატარეებზე: Tesla აქტიურად მუშაობს, როგორც ელექტრომობილების, ასევე ბატარეის ტექნოლოგიის განვითარებაზე. კომპანიის სურვილი გამძლე და ძლიერი ბატარეების წარმოებაა, არა მხოლოდ მანქანებისთვის, არამედ სხვადასხვა სახის პროდუქტებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად Powerwall-ი.

ავტოპილოტი და სრულად თვითმართვადი სისტემა: Tesla-ს ავტოპილოტი მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემაა, თუმცა სრულად ავტონომიური არაა. კომპანია Full Self-Driving-ის (FSD) პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს, რომელიც მძღოლებს სრულად თვითმართვად სისტემას შესთავაზებს.

„გიგაქარხანა“: Tesla ელექტრომობილთა მასობრივი წარმოებისთვის „გიგაქარხნების“ სახელით ცნობილ ობიექტებს იყენებს. ქარხნები აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში მდებარეობს და კომპანია ხარჯების შემცირებისა და წარმოების ზრდის საშუალებას აძლევს.

SpaceX-თან კავშირი: Tesla-სა და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს, ორივეს, ერთი აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჰყავთ. თუმცა, რეალურად, ამ კომპანიებს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მხოლოდ CEO. ფირმები ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობენ: მათ შორის, SpaceX-ის Falcon Heavy-ის რაკეტით, 2018 წლის სატესტო ფრენისას, Tesla Roadster-ი კოსმოსში გაუშვეს.

მდგრადი ხედვა: ტესლას მისია მდრგად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაა. ამისთვის, კომპანია ელექტრომობილებთან ერთად, მზის ენერგიისა და განახლებადი ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

Over-the-Air (OTA) განახლებები: Tesla პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მფლობელებს პროგრამული უზრუნველყოფის ონლაინ განახლების საშუალება მისცა. შედეგად, მძღოლები სადილეროებს უფრო იშვიათად სტუმრობენ.

ხელოვნური ინტელექტი და რობოტები: Tesla-მ ცოტახნის წინ გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ჩვენ, რობოტი“, ჰუმანოიდი რობოტი, რობოტაქსი და რობოვენი წარადგინა.

გავლენა გარემოზე: Tesla-მ მისი ავტომობილების წარმოებაში ნახშირბადის გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შეამცირა და სრულად გადამუშავებადი ბატარეების შექმნაზეა კონცენტრირებული, რაც მას მწვანე საავტომობილო რევოლუციის ლიდერად აქცევს.

მსგავსი სიახლეები