Aa Aa
23 მაისი 2020  |  12:53

2021 წლის Lexus IS 500 შესაძლოა V8 ძრავით ვიხილოთ

ახალი თაობის პატარა სედანმა შესაძლოა LC 500-ის ძლიერი ძრავა მიიღოს.

V8-ძრავიანი Lexus IS 2021 წლისთვის უნდა გამოვიდეს. წინა თაობის კომპაქტური სედანისგან განსხვავებით, IS F ვარიანტის ძრავა არ დარჩება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2021 წლის Lexus IS 500 კომპანიის ძლიერ ქმნილებას 5.0-ლიტრიან V8-ს მიიღებს. ამ ძრავით ახლა LC 500 და RC F-ი სარგებლობს. ის 471 ცხენის ძალასა და 540ნმ-ს გამოიმუშავებს. ახალი მოდელი მთლიანად სისწრაფეზე არ იქნება ორიენტირებული. სპორტულ რეჟიმში ის უფრო თავშეკავებული იქნება. მაგრამ სიჩქარე მაინც მაღალი იქნება და ხმაც სასიამოვნო. გრძელ მანძილზე უფრო კომფორტული იქნება.

ახალი თაობის სედანზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანა განახლებულ პლატფორმაზე იქნება. „ინსტაგრამ“ პოსტის თანახმად, მას უფრო ფართო წინა და უკანა ღერძის ლიანდები ექნება. არსებობს მეორე ვერსიაც,  რომ TNGA-N არქიტექტურას გამოიყენებს და ახალი თაობის Mirai-ს მსგავს პლატფორმაზე იქნება.

თუ მეორე ვერსია მართალია, ეს IS-ს რამდენიმე კილოს დაკლებაში დაეხმარებოდა. ეს ელექტრიფიკაციის საშუალებას გააუმჯობესებდა, რაც Lexus-ისა და Toyota-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიას კიდევ ერთი გზა აქვს. მას შეუძლია, Mazda-ს, Mazda6-ის უკანაწამყვან არქიტექტურაზე შეუთანხმდეს.

სამწუხაროდ, ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და რომელი გზით წავა კომპანია, ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ახალი თაობის Lexus IS-ის გამოსვლას წლის ბოლოს ველოდებით, მაგრამ, შესაძლოა გეგმების განხორციელებას კორონავირუსმა ხელი შეუშალოს.  

გაზიარება: