Dodge Viper-ი 28 წლის განმავლობაში სადილეროს აბრაზე იყო გაჩერებული
თითქმის 30 წლის განმავლობაში, Dodge Viper-ი აშშ-ის ერთ-ერთი შტატის სადილეროს აბრაზე იყო გაჩერებული და მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას აქედან ახერხებდა. თუმცა ახლა, ეს წითელი სპორტული ავტომობილი, V10 ძრავით, საბოლოოდ მიწაზე დაბრუნდა.
Audubon Chrysler-ის წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნეს: "ეს გოგონა გადაკეთებას საჭიროებს. თუ დღეს Viper-ს მიწაზე დაინახავთ, არ ინერვიულოთ. მას გავასუფთავებთ, ხელახლა გადავღებავთ და მალე, კვლავ ცაში დავაბრუნებთ“.
ეს პირველი თაობის Viper RT/10-ია, რომელიც 1996-2002 იწარმოებოდა. წლების განმავლობაში, მზეზე ყოფნის გამო, მანქანის წითელი საღებავი გადახუნდა, შუშები მწვანე ფერით დაიფარა, ხოლო პლასტმასის გვერდითა ფანჯრები - წყალმცენარეების სქელი ფენით.
1996 წლის Viper-ის სალონი ფოტოებზე არ ჩანს, თუმცა მისი დიზაინიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანქანის ინტერიერიც მწვანე ფერისაა. ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებული V10 ძრავა კი, თითქმის სრულად, მოყავისფრო მასითაა დაფარული.
სადილოერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს მანქანა 1996 წელს, ახალ მდგომარეობაში აბრის თავზე განათავსეს. მას მერე, Viper-ი მხოლოდ ერთხელ, 15 წლის წინ გაიწმინდა. მანქანას მხოლოდ 20 კილომეტრამდე აქვს გავლილი.