რა პერიოდში რომელი გეგმიური სერვისით უნდა ვისარგებლოთ?
თითოეულ ავტომობილს ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. იმისთვის, რომ თქვენი მანქანა კარგ ფორმაში იყოს, მას ტექნიკური მომსახურება სჭირდება. მომსახურების ზოგიერთი სერვისცენტრი რეკომენდაციებს გვთავაზობს იმის თაობაზე, თუ რა ნაწილი როდის უნდა შემოწმდეს ან გამოიცვალოს. ეს პერიოდები ისეა გათვლილი, რომ ავტომობილის ხშირი შეკეთება თქვენც არ მოგბეზრდეთ და მანქანაც საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მანქანის დროული ტექნიკური მომსახურება გაუთვალისწინებელი ხარჯების უმეტესობას თავიდან აგარიდებთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული მანქანის პრობლემა და ტექნიკური მომსახურება მის მახასიათებლებზეა დამოკიდებული, თუმცა, Car Care Canada-მ შეძლო და ძირითადი რეკომენდაციები გამოყო.
კიდევ რა სჭირდება თქვენს მანქანას?
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები ზოგადი საკითხებია, რომლებიც მანქანების უმეტესობას ეხება. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულად თქვენს მანქანას უფრო ხშირი შემოწმება და შეკეთება დასჭირდეს. ეს იმიტომ, რომ, როგორც მანქანების მფლობელებს, ასევე თვითონ ავტომობილებს, „ბედნიერების“ საკუთარი კრიტერიუმები აქვს. ზოგიერთი ავტომწარმოებელი მუხრუჭის ჰიდრავლიკური სისტემის პერიოდულ გაწმენდას გვთავაზობს. ჩვენ ზოგადი რეკომენდაციები გაგაცანით, რომლებიც ყველა მანქანისთვის სასურველია. ტექნიკური მომსახურების სწორად ჩატარების საუკეთესო გზა კი მფლობელის სახელმძღვანელოს დეტალური გაცნობაა.