Hyundai ფიზიკურ ღილაკებს უბრუნდება | ამერიკელებს სენსორები არ მოსწონთ
Aa
Aa

Hyundai ფიზიკურ ღილაკებს უბრუნდება | ამერიკელებს სენსორები არ მოსწონთ

ბევრი ამას Tesla-ს ეფექტსაც უწოდებს: დიდი სენსორული ეკრანები, მრავალი ფუნქციით. ეს მიდგომა, ახალი ტექნოლოგიური პარამეტრებით, დიზაინერებს მოსწონთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დიდი პოპულარობით ამერიკელებში ნამდვილად ვერ სარგებლობს.

v. „ინტეგრირებული (ინფო-გასართობი) ეკრანების ჩვენს ავტომობილებში დამატებისას, სენსორული ეკრანების გამოყენება გადავწყვიტეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს ისინი არ მოსწონს“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ეს მიდგომა ფოკუს ჯგუფთანაც დატესტეს და აღმოჩნდა, რომ ადამიანები დიდ სტრესსა და გაღიზიანებას განიცდიან, როდესაც რაღაცის კონტროლი სურთ და ვერ ახერხებენ.

სენსორული ეკრანის ტექნოლოგიის გამოყენებამ დიზაინერებს საშუალება მისცა, მძღოლებისთვის ყველა საჭირო ფუნქციათა კონფიგურაციისთვის თავი ერთად მოეყარა. შედეგად, უფრო მათ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური ღილაკების გამოყენებისას.

კომპანიის თქმით, სენსორული ეკრანების გამოყენება, მაშინ როდესაც ავტომობილი გაჩერებულია, მოსახერხებელია. მაგრამ მოძრაობისას, მძღოლთა შეფასებით, ღილაკები ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სენსორულ ეკრანზე საჭირო ფუნქციის ძებნა.

Hyundai, სენსორულ ეკრანებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციას აქამდეც ფლობდა. ამერიკელთა მოთხოვნები უკვე გაითვალისწინა და Ioniq 5-ის ფეისლიფტში ფიზიკური ღილაკები წარმოადგინა და მომავალშიც ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს.