Rolls-Royce, Rolls-Royce Ghost, კანელო ალვარესი
Aa
Aa

რატომ არ მართავს კანელო ალვარესი თავის მდიდრულ Rolls-Royce-ს?

ფლობდე Rolls-Royce Ghost-ს, თუმცა მის მართვაზე უარს ამბობდე? უცნაურია, მაგრამ მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი სწორედ ასე იქცევა.

სპორტსმენის საკუთრებაში მილიონობით დოლარის ღირებულების საავტომობილო კოლექციაა. ამ კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კი - მდიდრული Rolls-Royce Ghost-ია. მაგრამ, მიუხედავად მისი ფლობისა, მოკრივე მანქანის მართვაზე უარს ამბობს და ამისთვის, საინტერესო მიზეზიც აქვს. ალვარესს ავტომობილის უკანა სავარძელზე ყოფნა ურჩევნია, საიდანაც Rolls-Royce Ghost-ის საოცარი ინტერიერი უფრო კარგადაც ჩანს.

ამასთან ერთად კი, ამ მოდელს მოკრივე არც ყოველდღიური მგზავრობებისთვის იყენებს. Ghost-ი განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი, მაშინ, როდესაც ცნობილ მოკრივეს თავისი სტილისა და კლასის წარმოჩენა სურს.

და Ghost-ი არც ერთადერთი ძვირად ღირებული მოდელია მის კოლექციაში, რომლით მგზავრობაც მოკრივეს უკანა სავარძელზე ურჩევნია. კანელოს ავტომობილების მილიონ დოლარიანი კოლექცია სავსეა საკმაოდ იშვიათი სუპერქარებით, მათ შორისაა: Ferrari LaFerrari, Ferrari Testarossa, Ferrari Purosangue, Lamborghini Aventador SVJ, Lamborghini Urus და სხვა.

მექსიკელი მოკრივის კოლექციაში ასევე ვხვდებით ერთადერთ და განუმეორებელ Bugatti Chiron-ს, Ford Mustang Shelby-ს, Nissan GT-R-სა და McLaren P1-ს. აქვეა ამერიკული ელექტრომობილიც, Tesla Model X-საც კი. ცოტა ხნის წინ, ალვარესის კოლექციას Mercedes AMG G63-იც შეემატა, რაც ნიშნავს, რომ მოკრივეს სპორტული მანქანების გარდა, SUV-ების სიყვარულიც გამოარჩევს.

მსგავსი სიახლეები