Porsche, Porsche 911, Porsche 911 Carrera 4
Aa
Aa

ვიღაცამ Porsche 911-ის ნარჩენებში $17 000 გადაიხადა

აუქციონებზე Porsche 911-ის ფასები, ბოლო პერიოდში, მკვეთრად გაიზარდა. ენთუზიასტები ყურადღებას უკვე აღარც მანქანის მდგომარეობას აქცევენ. ამას მოწმობს ბოლო შემთხვევაც, როდესაც თითქმის დამწვარი 911-ის ნარჩენები $17 000-ად გაიყიდა.

ეს 1990 წლის Porsche 911 Carrera 4-ია. Connecticut-ის სადილეროს ინფორმაციით, 964 მოდელი ერთ-ერთია იმ კლასიკური Porsche-ებიდან, რომლებიც ფარდულში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ხანძრამდე, 2021 წლის აგვისტოში, მოდელი $89 000-ად გაიყიდა. მანქანის თითქმის სრულად ქარხნული ვერსიისთვის, მხოლოდ 70 000-იანი გარბენით, მაშინ ეს ფასი საკმაოდ ლოგიკური იყო.

თუმცა 2024 წლის ღირებულებაზე იმავეს თქმა ცოტა არ იყოს რთულია. მაშინ, როდესაც $18 000-ად საკმაოდ ბევრი ავტომობილის ყიდვა შეიძლება, მათ შორის Porsche-ს ყიდვაც კი, 964-ის ახალი მფლობელის გადაწყვეტილება მარტივი გასაგები ნამდვილად არაა. ავტომობილის ექსტერიერის გარდა, ხანძრის შედეგად, თითქმის სრულადაა განადგურებული მანქანის ინტერიერიც, აღარც მისი ძრავა არსებობს.  

აუქციონის ვებ-გვერდიც ავტომობილის მდგომარეობას სრული სიზუსტით აღწერს: „დამდნარი“ და „დეფორმირებული“. თუმცა ის მაინც კლასიფიცირდება პროექტის ავტომობილად, რომლის გადაკეთება და რესტავრაციაც შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ, ეს მანქანა შესაძლოა ტრეკზეც კი ვიხილოთ.

იმავე კოლექციიდან რამდენიმე ავტომობილი წლების წინაც გაიყიდა. თუმცა მათი ფასები ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა როგორც ამ 964-ის შემთხვევაში. მაგალითად, 1974 წლის 911 Targa $1 100-ად გაიყიდა, 1970 წლის 911E $5,159-ად, ხოლო 1973 წლის 911T $12,557-ად.

მსგავსი სიახლეები