Nissan, NISSAN 300ZX
Aa
Aa

საქორწილო ფოტო: წყვილი და მათი იდენტური Nissan 300ZX

საქორწილო ფოტოებში ავტომობილები იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა ხშირად ვერ ნახავთ წყვილს, რომელთაც ერთნაირი მანქანები ჰყავთ და თანაც, ეს ავტომობილები შავ-თეთრი ფერის Nissan 300ZX-ებია.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საქორწილო ცერემონიიდან ფოტოები გავრცელდა. ყურადღება კი სწორედ პატარძლისა და სიძის იდენტურმა მანქანებმა მიიპყრო, ოღონდ სხვადასხვა ფერში. ეს მოდელები Z32 300ZX-ებია, თაობა, რომელიც 350Z-მდე გამოდიოდა. ორივე მანქანა მოდიფიცირებულია და თითქმის ახალივით გამოიყურება.

View this post on Instagram

A post shared by まっさ (@masa_z32_)

ამ ფოტოს ისტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა როგორც ირკვევა, წყვილი Nissan-ის მოდელებს წლებია ფლობს. ისინი ერთმანეთს პირველად Twitter-ის საშუალებით დაეკონტაქტნენ, ერთმანეთს კი Nissan Z-ის ღონისძიებაზე შეხვდნენ.

ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში იაპონელმა ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა. ფოტოებზე წყვილი მათი შავ-თეთრი Nissan 300ZX-ების წინ პოზირებს.