Mercedes, აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, Gullwing, Mercedes 300 SL
Aa
Aa

Mercedes-ის „ჯართი“, რომელიც 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

ისტორიას ბევრი იშვიათი და საკულტო ავტომობილი ახსოვს, რომელიც წლების შემდეგ, მისთვის შეუფერებელ ადგილებში აღმოუჩენიათ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა Mercedes 300 SL „Alas de gull“, რომელიც 26 ოქტომბერს, სავალალო მდგომარეობაში, აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა.

იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Gullwing-ის ფასი 1-დან 1.5 მილიონ ევრომდე მერყეობს. თუმცა, ამ მოდელის ფასი, მისი იშვიათობიდან გამომდინარე, 5 მილიონ ევროსაც აჭარბებს. პროგნოზები არც ამ შემთხვევაში გამართლდა. აუქციონზე, ავტომობილის ფასი 8.6 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეს ღირებულება გასაკვირია იმის გათვალისწინებითაც, რომ მანქანა თითქმის „ჯართია“.

მაშინ, რატომ გადაიხადეს ეს თანხა? - პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ Gullwing-ი Mercedes-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ამ მოდელის წარმატებაში დიდი როლი W194-მა ითამაშა, რომელიც 1950-იანი წლების Carrera Panamericana-სა და Le Mans-ის გამარჯვებულია.

Mercedes-ი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის წარმატება იყო, რომლითაც უნდა ესარგებლა. ეს იყო იმ დროისთვის ნამდვილი სპორტული მანქანა.

ავტომობილი ფართო საზოგადოებას ნიუ-იორკში, 1954 წელს წარედგინა. მაგრამ განვითარება ამით არ დასრულებულა. კომპანიის საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრიც ნალინბერგი ფიქრობდა, რომ მათ მანქანის კიდევ უფრო რადიკალური სარბოლო ვარიანტი უნდა შეექმნათ - გაძლიერებული ძრავით, მსუბუქი დისკებით, მთლიანად ალუმინისგან დამზადებული ძარით და ა.შ.

ამ სპეციალური ვერსიის დამატებითი ფასი 1 172 ევრო, იმ დროისთვის, საკმაოდ დიდი თანხა იყო. ეს ვერსია გაყიდვაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო და ამ პერიოდში, მოდელის სულ რაღაც 26 ეგზემპლარი შეიქმნა. 26 ოქტომბერს აუქციონზე გამოტანილი ლოტი კი, რიგით ნომერი 26-ია.

მანქანა ლუიჯი ჩინეტის ეკუთვნოდა - პილოტს, რომელმაც „ლე მანის გამძლეობის 24-საათიანი რბოლა“ მოიგო. ჩინეტი 1976 წელს კოლექციონერ რუდი კლეინს შეხვდა და ავტომობილი მას $30 000-ად მიყიდა. Mercedes-ს კლეინი თითქმის არ იყენებდა და ფარდულში ჰყავდა გაჩერებული. ამის გამო, მოდელის ოდომეტრზე სულ რაღაც 73 000 კილომეტრია გამოსახული.  

აქედან გამომდინარე, დიდი შანსია ახალმა მფლობელმა ერთ-ერთი უიშვიათესი Mercedes-ი აღადგინოს და რესტავრაციის შემდეგ იმაზე ძვირადაც კი გაყიდოს, ვიდრე თავად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები