ლოსმა BMW-ის მაღაზიაში კლასიკური მე-8 სერია გაანადგურა
ეს შემთხვევა სკანდინავიაში, კერძოდ კი შვედეთში, BMW-ისა და Mini-ის ნაწილების მაღაზიაში მოხდა. ამ ტერიტორიაზე 400 000-მდე ლოსი ცხოვრობს, ასე რომ მათი გამოჩენა იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა დასახლებულ პუნქტთან სიახლოვეზე, მსგავსი ტიპის ინციდენტები მაინც საკმაოდ საშიშია.
მომხდარის თვითმხილველი მაღაზიის მფლობელი ვიქტორ ორტეგენია. როგორც ის იხსენებს, ავტოფარეხში მის პირად ჩქაროსნულ ნავს აყენებდა, რა დროსაც მაღაზიიდან უცნაური ხმა გაიგო. თავდაპირველად მაღაზიაში კლიენტების დანახვას ელოდა, თუმცა როდესაც ლოსი შეამჩნია, მაშინვე დამალვა გადაწყვიტა. ამ დისტანციიდან კი მხოლოდ ის დაინახა, რომ ლოსმა თითქმის სრულად რესტავრირებულ BMW 850i-ს კაპოტზე გადაუარა და კვლავ ტყეში დაბრუნდა.
მაღაზიის დატოვების შემდეგ, ლოსმა დამატებით რამდენიმე სხვა ავტომობილიც დააზიანა. მათ შორის, E31 850i და მესამე სერიის E36 - მათგან ერთი მაღაზიის მომხმარებელს, ერთიც კი თანამშრომელს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, E31 850i-ის მფლობელს, მაღაზიის მესაკუთრის წერილი ავტომობილის დაზიანების შესახებ ხუმრობა ეგონა. თუმცა ის რეალობა აღმოჩნდა და ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, რასაც ვერ ვიტყვით მანქანებზე. თუმცა, საბედნიეროდ, მათი შეკეთება შესაძლებელია.