Cadillac
Aa
Aa

73 წლის ქალი ბუქსაობის ჩემპიონატში მონაწილეობს

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასაკობრივი ბარიერები არ არსებობს. 73 წლის ანი კოელერი არამარტო გამბედაობით, არამედ დასაფასებელი საავტომობილო გემოვნებითაც გამოირჩევა. კოელერმა ბუქსაობის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ეს, მისი 1957 წლის Cadillac-ით გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების სამყაროში 73 წლის ქალბატონი ჯერ კიდევ ახალია, რამდენიმე „ბურნაუთში“ მას მონაწილეობა აქამდეც მიუღია და მომავალში, კიდევ უფრო მეტ შეჯიბრში ჩართვის სურვილსაც გამოთქვამს. კოელერი ამბობს, რომ შეჯიბრებისას უპირატესობას „ადგილზე ბუქსაობას“ ანიჭებს, რადგან მისი ავტომობილი უკვე შედარებით ძველია და ამ გამოწვევას უფრო მარტივად უმკლავდება.

ამ კონკრეტულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ქალბატონმა ორგანიზატორებს ამ წერილით მიმართა: „ვფიქრობ, მოგეწონებათ იმის ნახვა, თუ როგორ ვწვავ ჩემი Caddy-ის საბურავებს“.

73 წლის ანის ავტომობილებისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი მხარდამჭერი მისი შვილია. კოელერმა Cadillac-ი საჩუქრად სწორედ მისგან მიიღო. ამ დრომდე, კოელერს მონაწილეობა რამდენიმე ღონისძიებაზე აქვს მიღებული, მათ შორისაა: Route 66 Mother Road-ი ილინოისში და Eville Shindig-ი, ინდიანაში. შეჯიბრებებში მონაწილეობით, კოელერმა აუდიტორიისგან აღიარება უკვე მოიპოვა, ცნობადობის გაზრდას კი ახლა საკუთარი YouTube-გვერდითაც ცდილობს.

რაც შეეხება ავტომობილს: კოელერის  1957 წლის Cadillac-ი Chevy-ის V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 8 ლიტრამდეა გაზრდილი. ავტომობილს კომპრესორი არ აქვს - ის უბრალოდ „ოლდ-სქულია“, ტრადიციული, ატმოსფერული ძრავით.

მსგავსი სიახლეები