სადაზღვევო თაღლითობა Rolls-Royce-ით და დათვის კოსტუმებით
კალიფორნიაში სამართალდამცველებმა სადაზღვევო თაღლითობის კიდევ ერთი საქმე გახსნეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომელთაც ბრალად, დათვის კოსტუმებით თაღლითურ სქემაში მონაწილეობა ედებათ.
კალიფორნიის სადაზღვევო დეპარტამენტი ოპერაციას Bear Claw-ის სახელით მოიხსენიებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს და ამტკიცებდნენ, რომ მათი Rolls Royce Ghost-ი დათვმა დააზიანა. თავიანთი განაცხადის მტკიცებულებად კი, სავარაუდო თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინეს.
ეჭვმიტანილების მიერ წარდგენილი ვიდეო ღამის საათებშია გადაღებული, რაც მოვლენების გარჩევასაც ართულებს. თუმცა, გამოძიებამ კადრების შესწავლით მარტივად დაადგინა, რომ მანქანა არა რეალურმა დათვმა, არამედ დათვის კოსტუმში გადაცმულმა ადამიანმა დააზიანა. ამას მოწყობს ავტომობილის დაზიანების ხარისხიც და სავარძლებზე კლანჭების რაოდენობაც.
გამოძიების შედეგად, დეტექტივებმა ეჭვმიტანილების ბრალეულობა დამატებით ორ სადაზღვევო საქმეშიც გამოავლინეს. ამ შემთხვევაში სარჩელი 2022 წლის Mercedes E350 და 2015 წლის Mercedes G63 AMG-ს შეეხებოდა. ავტომობილების დაზიანების შესახებ განაცხადი სადაზღვევო კომპანიებში ეჭვმიტანილებმა დათვის თავდასხმის დღესვე შეიტანეს. თუმცა აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ დათვით თავდასხმის დროს ისინი სწორედ ამ ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ და ეს, ვიდეოშიც ჩანს.
დაკავებულთა სახლების გაჩხრეკისას, სამართალდამცველებმა დათვის კოსტიუმები ამოიღეს. გამოძიება ახლა უკვე მათ $140 ათასის დოლარის სადაზღვევო თაღლითობას ედავება.