Rolls-Royce, რომლის მართვა ლიცენზიის გარეშეც შესაძლებელია
Rolls-Royce მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელი ავტომობილია. ის განკუთვნილია პრივილეგირებული ადამიანებისთვის, ასე რომ მის საჭესთან მოხვედრა არც თუ ისე მარტივი საქმეა. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ამ მოდელზე, რომლისთვისაც თქვენ მართვის მოწმობაც კი არ დაგჭირდებათ.
რადგან ამ შემთხვევაში ეს არის Rolls-Royce ისეთივე განსაკუთრებული და უნიკალური, როგორიც, მაგალითად, Boat Tail, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ და რომელიც უკვე ატარებს „მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანის“ ტიტულს. თუმცა განსხვავებული მისიით: ბავშვებს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი გაუმარტივოს.
Rolls-Royce SRH 2017 წელს შეიქმნა და გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოში უკვე 2 000 დღეზე მეტია, რაც დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს. მისი ამოცანაა: ბავშვები პალატებიდან საოპერაციო ოთახებში გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში, მხოლოდ საავადმყოფოს დერეფნებში, ამ Rolls-Royce-მა 100 000 მეტრზე მეტი უკვე დაფარა. ახლა კი, დამსახურებულ ტექნიკურ განახლებასაც გადის.
Rolls-Royce SRH-ის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა სენტ რიჩარდსის ჰოსპიტალმა დახმარებისთვის ბრიტანულ ბრენდს მიმართა და მოძველებული პლასტიკური ჯიპის შეცვლა სთხოვა. ძველი ჯიპიც ადრე იმავე მიზანს ემსახურებოდა. კომპანია საავადმყოფოს თხოვნას სიამოვნებით დათანხმდა და ძველი ჯიპის მაგივრად მათთვის Rolls-Royce-ის მსგავსი მოდელი შექმნა.
ავტომობილის ძარა კარბონისგანაა დამზადებული, Rolls-Royce-ის მსგავსი ცხაური აქვს და რაც მთავარია, მის კაპოტზე Spirit of Ecstasy-ის სიმბოლოც გვხვდება. ელექტროძრავის საშუალებით, ავტომობილი 6.5 კმ/სთ-ს ავითარებს და გადაადგილებისას არც საავადმყოფოში არღვევს სიმშვიდეს.