Ferrari, კოლექცია, როდ სტიუარტი, ფერარი
Aa
Aa

როდ სტიუარტი ორმოების გამო სპორტულ მანქანებს ყიდის

სერ როდ სტიუარტის განცხადებით, მას შესაძლოა თავისი ხუთი საყვარელი სპორტული ავტომობილის გაყიდვა მოუწიოს, რადგან მის სახლთან სიახლოვეს გზებზე, ძალიან ბევრი ორმოა. 79 წლის მომღერალმა საკუთარი ხელით ორმოების ამოვსება რამდენიმე წლის წინ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ამ თემასთან დაკავშირებით, როდმა პოსტი Instagram-ზე გამოაქვეყნა: „უაღრესად ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ვარ ამ ხუთი ლამაზი სპორტული მანქანის მფლობელი, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად, „ხელოვნების ნიმუშებია“. მაგრამ, შესაძლოა ჩვენ გზებზე არსებული ორმოების გამო, მათთვის ახალი მფლობელის პოვნა დამჭირდეს“. 

მის სახლთან გზების სავალალო მდგომარეობაზე სტუარდი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს. ორი წლის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ ცდილობდნენ ის და მისი მეგობრები ორმოების გასწორებას. მისი თქმით, ორმოების გამო გზებზე ავტომობილები ხშირად ფუჭდება, მისი Ferrari-ით კი, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. სტუარდის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ამ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანაც კი გაფუჭდა. 

თავის სპორტულ ავტომობილებთან დაკავშირებით ბრიტანელმა მომღერალმა პოსტი ამ კვირაშიც გამოაქვეყნა: „მე ვმართავ ამ საკულტო იტალიურ მანქანებს 70-იანი წლებიდან და ისინი ძალიან მიყვარს. ეს პოსტი ჩემი თაყვანისმცემლებისთვისაა - გმადლობთ, რადგან თქვენ ხართ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ ვფლობ.“

როდ სტუარდის განცხადებების საპასუხოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომების მიღება გადაწყვიტა. მათი განცხადებით, წელს გზების რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი თანხა გამოიყოფა. „დამატებითი 37 მილიონი ფუნტი ინვესტიციაა ჩადებული ორმოების აღმოსაფხვრელად და უფრო ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩასატარებლად, როგორიცაა ზედაპირის აღდგენა და მცენარეული საფარის გასუფთავება. ასე, რომ სერ სტიუარტს შეუძლია ჩვენ გზებზე ქალაქის სხვა მაცხოვრებლებს უსაფრთხოდ შეუერთდეს“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.  

მსგავსი სიახლეები