Ferrari, ფორმულა 1, Ferrari F80, ფერარი, კარლოს საინსი
Aa
Aa

Ferrari-ის რომელ მოდელებს ფლობს უმცროსი კარლოს საინსი?

Scuderia Ferrari-ს პილოტებს შორის, ახალი ავტომობილების შეძენის სიყვარულით, შარლ ლეკლერი გამოირჩევა. მხოლოდ 2024 წელს ლეკლერმა ავტომობილების კოლექციას Daytona SP3, Purosangue და სულ ახლახან SF90 XX-იც კი შემატა... რაც შეეხება უმცროს კარლოს საინსს, მარანელოში ყოფნისას მან მხოლოდ ერთი ავტომობილი შეიძინა - სრულიად ახალი 812 Competizione.

საინსის კოლექციით Auto Motor und Sport-ი დაინტერესდა. გამოცემამ მისი ავტოფარეხი გამოიკვლია და Ferrari-ის მეორე პილოტის ყველაზე ძვირად ღირებული და იშვიათი მანქანებიც აღმოაჩინა. როგორც Auto Motor und Sport-ი აღნიშნავს, საინსის კოლექცია, ლეკლერისას ნამდვილად ღირსეულ კონკურენციას უწევს. აღმოჩნდა, რომ საინსმა მის მიერ Ferrari-ში გატარებული დრო სწორად გამოიყენა და თავისი კოლექციას, იტალიური ავტომწარმოებლის არაერთი სპორტული მოდელით გაამდიდრა. 

თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, საინსიც აღიარებს, რომ საგზაო სპორტული ავტომობილის დიდი მოყვარული არაა, რადგან ის F1-ის პილოტებისთვის საკმარისი ვერასდროს იქნება: „უნდა ვაღიარო, რომ არასდროს ვყოფილვარ საგზაო მანქანების დიდი მოყვარული. არაფერი მანიჭებს იმდენ სიამოვნებას, როგორც „ფორმულა 1“. ამას ვერაფერი შეედრება“. 

„ახლა Ferrari-ის ოთხი მოდელი მყავს. პირველი ორი წლის წინ, ჩემი პირველი მოგების აღსანიშნავად ვიყიდე. ეს მანქანა 812 Competizione იყო და ის, კვლავ ჩემი ფავორიტია.“ თუმცა, ის არც ერთადერთია... და არც ყველაზე ექსკლუზიური: „ამასთან ერთად კი SF90 XX და Daytona SP3-ის მოდელებიც მყავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილების დიზაინია და შეძენის დროსაც, სწორედ ამ ფაქტორს ვაქცევ ყურადღებას“. 

ახალი Ferrari კი გზაშია. სურვილის რეალობად ქცევის შემთხვევაში, როგორც თავადაც ამბობს ახალი Ferrari, მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდება. „ფორმულა 1“-ის პილოტი სამომავლოდ ახალი F80-ის შეძენას გეგმავს, რომელიც, ასევე მისი დახვეწილი დიზაინის გამო აირჩია. 

 

მსგავსი სიახლეები