მრავალმილიონიანი ავარია - Ferrari LaFerrari-ის, 812 Superfast-ისა და McLaren Elva-ს მონაწილეობით
მიმდინარე წელს რამდენიმე ძალიან ძვირად ღირებული ავარია ვიხილეთ. ეს შემთხვევაც ერთ-ერთი მათგანია. ინციდენტი ამჯერად ავსტრიაში მოხდა. ავარიის მონაწილე ავტომობილთა შორის ყველაზე დაბალფასიანი $300 000-ის ღირებულების სუპერქარია.
ავსტრიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ფოტოდანაც ჩანს, ავტომობილები მთაზე ეშვებოდნენ, თუმცა რთული დასადგენია რამ გამოწვია მსგავსი ტიპის ავარია. რთული სათქმელია ისიც, მონაწილეობდა თუ არა ამ შემთხვევაში Bentley, რადგან ავტომობილი სხვა მანქანებთან შედარებით უფრო შორსაა და დაზიანებებიც არ შეიმჩნევა.
თუმცა შესაძლებელია სამ სხვა ავტომობილზე და მათ ღირებულებაზე ლაპარაკი. მაგალითად, წინა მხარეს McLaren Elva დგას, რომლის ფასიც, ავარიამდე, დაახლოებით $1.8 მილიონი იქნებოდა. McLaren-ის უკანაა Ferrari LaFerrari, რომლის ფასიც $5 მილიონამდე - ან უფრო მეტიც, მოდელის გარბენისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. მის უკან კი, Ferrari 812 Superfast-ია, ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების. იმ შემთხვევაში თუ ავარიაში Bentley-იც მონაწილეობა, მაშინ ავარიის საერთო ღირებულებას $300 000-იც ემატება.
ამ ეტაპისთვის, სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ. უცნობია ავარიის მიზეზი და შედეგებიც. შესაძლო მიზეზებს შორის გადაჭარბებული სიჩქარე და მეტეოროლოგიური მდგომარეობა სახელდება.