Bentley, Bentley Continental GTC Speed, Bentley GK 706
Aa
Aa

Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორი 100 წლის ავტომობილს მართავს

საავტომობილო კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებსა თუ ტოპ მენეჯერებს, მათივე პოზიციის შესაფერისი ავტომობილები ჰყავთ. ხშირად იმავე ბრენდის უახლეს მოდელს, რომელშიც მუშაობენ.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაგალითად Flying Spur-ს ფლობდეს, ან Bentayga-ს და Continental GT-ს. თუმცა ფრენკ სტეფენ უოლისერი, უფრო დიდი პრივილეგიებით სარგებლობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა - ის „პლანეტაზე საუკეთესო კომპანიის მანქანას“ ფლობს.

ბრიტანული ბრენდის ტრადიციის თანახმად, კომპანიის აღმასრულებელი თანამდებობაზე დანიშვნისთანავე იღებს სპეცილაური ავტომობილის გასაღებს: 1930 წლის Bentley, 8-ლიტრიანი - კონკრეტულად GK 706. და რატომ მაინც და მაინც ეს მოდელი? - ეს არის კომპანიის პირველი მანქანა, რომელსც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, უოლტერ ოუენ ბენტლი მართავდა.

ამ ავტომობილის გასაღები კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ოფისში ინახება, თუმცა რეალურად, მოდელი მუდმივად Heritage Garage-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი. ამ გამოფენაზევე წარმოდგენილია ბრენდის რამდენიმე საკულტო და ისტორიული მოდელიც.

მაგრამ, GK 706-ის შემთხვევაში, მხოლოდ ფრენკ სტეფენ უოლისერს აქვს პრივილეგია მართოს მოდელი მაშინ, როდესაც თავად მოისურვებს, როგორც სამუშაო დანიშნულებით, ასევე პირადი მიზნებისთვის. მაგრამ, უოლესერი მანქანის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე მას თითქმის არ იყენებს და ყოველდღიურად Bentley Continental GTC Speed-ის საშუალებით გადაადგილდება.

რაც შეეხება GK 706-ის: ამ მოდელის მხოლოდ 100 ეგზემპლარი შეიქმნა. ქარხნულად, მანქანა 160 კმ/სთ-ს გამოიმუშავებს, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. საინტერესოა, რომ 1932 წელს, ავტომობილი კერძო პირის საკუთრებაში გადავიდა, და მას შემდეგ, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ოთხი მფლობელი გამოიცვალა. საბოლოოდ, Bentley-მ ეს მოდელი უკან 2006 წელს დაიბრუნა.

 

მსგავსი სიახლეები