მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი, ბუგატი, ტოიოტა ტაკომა
Aa
Aa

ჯეიკ პოლის მრავალფეროვანი მანქანების კოლექცია

რამდენიმე დღის წინ, სპორტული სამყაროს ცენტრში, 58 წლის მაიკ ტაისონისა და ყოფილი „იუტუბერის“, ჯეიკ პოულის დაპირისპირება მოექცა. პოლმა, მსაჯების გადაწყვეტილებით, ზოგის აზრით დაუმსახურებლად, გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ფაქტია, ამ ბრძოლით ახალგაზრდა მებრძოლმა სოლიდური თანხა, სულ მცირე 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

პოლს - რომელიც აცხადებს, რომ 16 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს - თავის სასახლეში ავტომობილების საინტერესო კოლექცია აქვს... დაწყებული ყველაზე დაბალფასიანი ელექტრო სკუტერებით, დასრულებული Bugatti-თ და სხვა ძვირად ღირებული მოდელებით.

 

პოლი, ცოტა ხნის წინ, ცნობილი ტიკ-ტოკერის ვიდეოში გამოჩნდა, რომელიც მილიონერებს გზად ხვდება და საქმიანობის შესახებ კითხვებს უსვამს. სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ, პოლმა მისი კოლექციიდან რამდენიმე მდიდრული ავტომობილი გამოაჩინა, მათ შორისაა Ferrari 296 GTB, რომელიც 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და $380 000-ზე მეტი ღირს. თუმცა, ცნობილი ამერიკელი მოკრივის კოლექციაში ეს უსწრაფესი მანქანა სულაც არაა.

ყველაზე სწრაფი მოდელის ტიტული პოლის მოდერნიზებულ RAM 1500 TRX-ს ეკუთვნის - $175 000-ად შეფასებულ ავტომობილს, რომელიც 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აქვეა შედარებით მოკრძალებული, $50 000-ის ღირებულების Toyota Tacoma. 

რაც შეეხება პოლის ფავორიტ ავტომობილს: ეს 1958 წლის Ford Fairlane Skyliner-ია, რომელიც უნაკლოდ გამოიყურება. მანქანა $66 000-ადაა შეფასებული და მოკრივის კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები