Manhart-ის 718 ცხ.ძ-ის მქონე M2 ახალი „სუპერქარია“
ბრენდის ამჟამინდელ ხაზში, BMW M2, ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ავტომობილია. ბევრისთვის, ეს მოდელი Porsche Cayman-ისა და Mercedes-AMG A45 S-ის ალტერნატივადაც განიხილება. ახლა კი, Manhart-მა M2-ის მოდერნიზებული ვერსიაც წარმოგვიდგინა, რომელიც კომპანიის შეფასებით, სუპერქარების ღირსეული კონკურენტია.
Manhart-ის ახალი მოდელი MH2 700 II-ია. BMW-ის 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა, ჩვეულებრივ, 473 ცხენის ძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, განახლებებით, მათ შორის კარბონის ჰაერის მიმღებითა და უჟანგავი ფოლადის გამონაბოლქვი მილით, ამ მოდელის სიმძლავრე 718 ცხ.ძ-მდე, ხოლო ბრუნვის მომენტი 900 ნიუტონ მეტრამდე იზრდება.
კომპანიას, მოდერნიზებული M2-ის აჩქარების დროის შესახებ, დეტალები არ დაუზუსტებია. თუმცა განახლებების შესახებ ინფორმაციაში ნავარაუდებია, რომ გაუმჯობესებებით, MH2 700 II, კომპაქტური სპორტული ავტომობილების სეგმენტის გამორჩეული წარმომადგენელი იქნება. გერმანულმა კომპანიამ, მოდელისთვის უფრო სწრაფი ვერსიებიც შეიმუშავა, რომელთა შესახებაც ცნობილი მოგვიანებით გახდება.
Manhart-მა მოდიფიცირებულ ვერსიაში M2-ის ქარხნული მუხრუჭები შეინარჩუნა. ამის მიუხედავად, მსურველებს, უფრო ძლიერი სამუხრუჭე პაკეტის ყიდვის შესაძლებლობას აძლევს, რაც მოდელის გამომუშავებას დამატებით 250 ცხენის ძალით გაზრდის.
Manhart-ის მიერ შემოთავაზებული სხვა მოდიფიკაციები მოიცავს წინა ბამპერზე კარბონის ელემენტებს, კარბონის კაპოტს, განახლებულ თირკმლისებრ ცხაურასა და სპეციალური შეკვეთით დამზადებულ დიფუზორსა და ფიქსირებულ უკანა ფრთას.