იაგუარი
Aa
Aa

Jaguar-ის რებრენდინგი: ახალი ლოგო და სტრატეგია

Jaguar Land Rover-ი ცვლილებებისთვის ემზადება. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა „ახალი ეპოქა“ გასულ კვირას, საჯარო გზებზე, თავისი ოთხკარიანი GT-მოდელების ტესტირებით დაიწყო, პირველ მათგანს კი, ფართო საზოგადოებას, 2026 წელს შესთავაზებს. ხოლო დეკემბერში, Miami Art Week-ზე ელექტრომობილებისთვის დიზაინის პროტოტიპსაც წარადგენს, რაც კომპანიის EV-ების მიმართულებისთვის, ხელახალი დაბადება იქნება.

რებრენდინგის ფარგლებში, Jaguar-ი ბრენდის ლოგოსა და ძირითადი სიმბოლოებისთვის ახალ ფონტსაც გამოიყენებს. მეორე ცვლილება ჰორიზონტალური ზოლების 16-ნაწილიანი დონია, სახელწოდებით "Strike Through", რომელიც ახალი მანქანების "საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო" გახდება. მესამეა ფერთა პალიტრა - ავტომობილის „ფაქტურის და მოძრაობის უკეთ წარმოსაჩენად“.

ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის ხაზგასასმელად კი, მეოთხე ძირითადი ცვლილება Maker’s Mark-ი იქნება. ეს უკანასკნელი ორი ელემენტისგან შედგება: პირველი, ტრადიციული - Leaper-ის ლოგო, თუმცა ახლა შეცვლილი. და მეორეც, მედალიონის ფორმის მონოგრამა, ‘j’ და ‘r’ ინიციალებით.

„ეს არის ცვლილებები, რომელიც Jaguar-ის არსს ასახავს, უბრუნებს მას იმ ღირებულებებს, რომლებიც ოდესღაც მასში ასე უყვარდათ, ამასთან ერთად კი მას თანამედროვე აუდიტორიისთვის აქტუალურსაც ხდის“, - თქვა დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა გერი მაკგოვერნმა. „ჩვენ ვქმნით Jaguar-ს მომავლისთვის, აღვადგენთ მის სტატუსს, როგორც ბრენდს, რომელიც ჩვენი კლიენტებისა და საზოგადოების ცხოვრებას ამდიდრებს“.

გლოვერი მოუწოდებს კრიტიკოსებს გადახედონ Jaguar-ის ელექტრომობილების სტრატეგიის გრძელვადიან სარგებელს და ყურადღებას დამუხტვის ტექნოლოგიებისა და ელექტრომობილების განვითარებაზე ამახვილებს ი დროისთვის, როდესაც პირველი ახალი ელექტრო Jaguar გამოვა ბაზარზე. ის აღნიშნავს, რომ მომავალი მოდელები შესთავაზებენ შთამბეჭდავ დიაპაზონს და დამუხტვის შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას ელექტრომობილების მომავლისთვის.

 

მსგავსი სიახლეები