Hyundai-ის ქარხანაში ტესტირებისას სამი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთი კორეის ხელისუფლება Hyundai Motor-ის ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში, ავტომობილის ტესტირებისას სამი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორისაა Hyundai-ის ორი მკვლევარი და ერთი კონტრაქტორი. ისინი, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. Hyundai-ის პროპკავშირების მიერ გაკეთებული განცხადებით, ისინი ძრავის განყოფილებას ამოწმებდნენ. მედია გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაგუდვას ასახელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები უბედურ შემთხვევას და მის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ. სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, Hyundai-ის No.4 ქარხანაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, შეტყობინება 15:17 საათზე შევიდა. Hyundai-მ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო.
ულსანის ქარხანა Hyundai-ის უდიდესი საწარმოო ობიექტია. საწარმოს საკუთარი პორტი აქვს და წლიურად 1.4 მილიონი ავტომობილის აწარმოებს. აქედან 1.1 მილიონი ავტომობილი კომპანიას ექსპორტზე გააქვს.
გასული წლის ნოემბერში, კომპანიამ ულსანში $1.44 მილიარდის ღირებულების ქარხნის მშენებლობაც დააანონსა, რომლის მიზანიც სამხრეთ კორეაში, ელექტრომობილების წარმოების გაზრდა იქნება.