მეორადი ავტომობილები, ჰონდა სივიკი, ტესლა მოდელ 3, ჰონდა აკორდი, მაზდა ცეიქს-5, ჰონდა ესერ-ვი
Aa
Aa

ხუთი მეორადი ავტომობილი, რომელთაც ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებენ

მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ახალ და მეორად ავტომობილებს შორის არჩევანს კვლავ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. უახლესი კვლევების შედეგებს თუ გადავხედავთ, ეს ფაქტი გასაკვირი არცაა.

Edmunds-ის უახლესი კვლევით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ახალი და მეორადი ავტომობილების საშუალო ფასს შორის სხვაობა რეკორდულ, $20 365-მდე გაიზარდა. რეალურად, განსხვავება, ისტორიაში $20 000-იან ნიშნულს პირველად გასცდა. ახალი ავტომობილების საშუალო ფასი $47 000-ს აღემატება მაშინ, როდესაც მეორადი მანქანების შემთხვევაში $27 000-ია.

Google Trends-ის მონაცემებით, ახალი ავტომობილების ფასების ზრდასთან ერთად, ინტერნეტში „მეორადი ავტომობილების ძიების მაჩვენებელი“ ბოლო ხუთ წელში 250%-ით გაიზარდა. მაგრამ მეორადი ავტომობილების ბაზარზეც კი, მაძიებლებს თავიანთი ფავორიტები ჰყავთ. ჩვენ სწორედ ამ ხუთ მოდელს წარმოგიდგენთ:

Honda Civic

ავტომწარმოებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკელები უპირატესობას პიკაპებსა და დიდი ზომის ჯიპებს ანიჭებენ. მიუხედავად ამისა, აშშ-ში Honda Civic-ი პოპულარობას არ კარგავს. ამერიკულ ბაზარზე მეორადი Civic-ი საშუალოდ $21 000 ღირს, მისი სტანდარტული სტანდარტული შიგა წვის ვერსია კი $18 000-ზე ნაკლები. საინტერესოა ისიც, რომ Civic Hybrid-ის საშუალო ფასი ბოლო 90 დღის განმავლობაში 6.7%-ითაა გაზრდილი.

Tesla Model 3

Tesla-ს ელექტრომობილები ამერიკელ მომხმარებელთა შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ეს პერიოდი Model 3-ის შესაძენად შესაძლოა ხელსაყრელი იყოს: კომპაქტური EV-ის საშუალო ფასები წელიწადში 23%-ით დაეცა, ხოლო მეორადი Model 3s-ის საშუალო ფასი 25000$-მდე შემცირდა.

ფასის მკვეთრი ვარდნის შედეგად, გასულ თვეში, Model 3 ამერიკაში, მეორე ყველაზე მოთხოვნადი მეორადი ავტომობილი იყო. მართალია მასკს ხელმისაწვდომი Tesla-ს შექმნის იდეა არ მოსწონს, თუმცა მეორადი ავტომობილების ბაზარზე ეს მოდელი პოპულარობას ნამდვილად არ კარგავს.

Honda Accord

სიაში Honda დაბრუნდა. უფრო დიდი ზომის Honda Accord-ი მესამე ავტომობილია აშშ-ში, რომელსაც მომხმარებელი გასულ თვეში ყველაზე ხშირად ეძებდა. ახალი Honda Accord-ი ახალ Civic-ზე $4 000-ით ძვირი ღირს, მაგრამ მეორადი ვერსიების შემთხვევაში, ფასთა შორის სხვაობა შესამჩნევად მცირდება.

ამჟამად, ამერიკულ ბაზარზე, მეორადი Honda Accord-ის ღირებულება $18 5000-ის ფარგლებშია.

Mazda CX-5

რეიტინგის ერთადერთი SUV-ი Mazda CX-5-ია. საშუალოდ, წელს, ამ მოდელის ფასი $22 000-ს უტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 6.9%-ით ნაკლებია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეორადი მანქანების საერთო ბაზარზე ფასები 5.4%-ითაა დავარდნილი, Mazda-ს ფასის 6.9%-იანი ცვლილება კარგი ამბავი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ხელმისაწვდომ ფასად SUV-ის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.  

Honda CR-V

ამ სიას თუ დავუჯერებთ, Honda, მეორადი ავტომობილების ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. რეიტინგის იაპონური ავტომწარმოებლის CR-V ასრულებს. ეს მოდელი ამერიკელ მომხმარებელთა შორის პოპულარობას წლებია სტაბილურად ინარჩუნებს. მეორადი CR-V-ის საშუალო ფასი კი ამ ეტაპზე $20 500-ია, 6.2%-ით ნაკლები ვიდრე გასულ წელს.

 

მსგავსი სიახლეები