აუქციონი, ფორმულა 1, ლანდო ნორისი, იბეი, მაკლარენი
Aa
Aa

eBay-ზე მოდერნიზებული Plymouth Barracuda იყიდება | ლანდო ნორისის ხელმოწერით

eBay-ზე გასაყიდად 1973 წლის მოდერნიზებული Plymouth Barracuda გამოჩნდა. სწორედ ის ეგზემპლარი, რომელსაც ხელს „ფორმულა 1“-ის პილოტი, ლანდო ნორისი აწერს. საინტერესოა, რომ eBay-ზე გამოტანილი მოდელი ამჯერად ნარინჯისფერია, თუმცა განახლებებამდე ის ვერცხლისფერი იყო, მის დიზაინს კი გამორჩეულ ელფერს AAR-ის სტილის შავი ზოლები და ცხაურის წითელი რადიატორი მატებდა.

ავტომობილის კაპოტქვეშ 5.6-ლიტრიანი V8 ძრავაა მოთავსებული. დამატებით ავტომობილი 4-კამერიანი კარბიურატორითა და Torqueflite-ის ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი. მოდელი ქარხნულად 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ამჟამად ეს ავტომობილი ნარინჯისფერია, F1-ის გუნდ McLaren-ის პატივსაცემად. Plymouth Barracuda-ში შეცვლილია დისკები და საბურავებიც, ასევე ავტომობილის გამონაბოლქვი სისტემაც. ავტომობილში შეცვლილია ინტერიერიც, მათ შორის სავარძლები, დამატებულია ხის საჭეც.

ამერიკის გრან-პრის დაწყებამდე, 1973 წლის Plymouth Barracuda-ს საჭესთან McLaren-ის პილოტი ლანდო ნორისი აღმოჩნდა. Circuit of the Americas-ს ფარგლებში, ავტომობილის მართვასთან ერთად, ლანდომ მოდელზე ხელმოწერაც დატოვა.

ახლა კი, ეს მოდელი, ლანდოს ხელმოწერით eBay-ზე იყიდება. მანქანა eBay x McLaren F1 Team Garage-შია წარმოდგენილი და მსურველებს მისი ხილვის საშუალებაც აქვთ. მანქანის ხილვასთან ერთად კი საბურავების, დისკებისა და საჭის ვერსიებისთვის ხმის მიცემაც შეეძლებათ - რის შემდეგად, შედეგების მიხედვით, უკვე გუნდი მოდელის მოდიფიკაციას დაასრულებს.

აუქციონი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქალ ინჟინერთა საზოგადოებას“ გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები