ელექტრომობილები, ლოტუსი, ლოტუს ემირა
Aa
Aa

ამჯერად Lotus-ი: კომპანია EV-ებზე გადასვლის გეგმას გადაავადებს

Lotus-მა ჯერ კიდევ 2021 წელს დააანონსა, რომ Emira-ს სპორტული ავტომობილი კომპანიის უკანასკნელი შიგა წვისძრავიანი მოდელი იქნებოდა. მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის თარიღად კი, Lotus-მა 2028 წელი დაასახელა.

თუმცა ახლა, სხვა ბევრი კონკურენტის მსგავსად, ავტომწარმოებელმა მხოლოდ EV-ების წარმოებაზე გადასვლის თარიღი გადაავადა. ჩინეთის საკუთრებაში არსებული ბრიტანული მწარმოებლის განცხადებით, შეცვლილი გეგმა, მომდევნო მოდელებში ჰიბრიდული სისტემის განვითარებაზე ფოკუსირდება.

ავტომწარმოებლების მხრიდან ელექტორმობილებთან დაკავშირებული გეგმების ცვლა, EV-ებს გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კლების ტენდენცია ისეთ პოპულარულ ბაზრებზეც კი შეიმჩნევა, როგორიც მაგალითად ჩინეთია.

„Lotus-ში ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. იქნება ეს ბენზინი, ელექტრო თუ ჰიბრიდული სისტემა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ეს არის მკვეთრი ცვლილება Lotus-ის თავდაპირველი პოზიციისგან, სადაც კომპანია plug-in ჰიბრიდების გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა. მაშინ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად Lotus-მა ბატარეის დაცლა დაასახელა. თუმცა ამ გამოწვევის აღმოფხვრა 900-ვოლტიანი არქიტქტურით იგეგმება, რომელიც ბატარეას ბევრად უფრო სწრაფადაც დამუხტავს.

უცნობია რომელი მოდელების აღჭურვას აპირებს Lotus თავისი ახალი ჰიბრიდული ტექნოლოგიით.Eletre SUV-ის და Emeya სედანის განახლებულ ვერსიებში ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება ნიშნავს, რომ ეს მოდელები ბევრად უფრო ფართო სეგმენტს მოერგება.

მსგავსი სიახლეები