ჯეი ლენო ამჯერად 18 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრისა და მოტოციკლიდან გადმოვარდნის შემდეგ, ცნობილი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯეი ლენო ამჯერად 18 მეტრის სიმაღლის გორაკიდან ჩამოვარდა. თუმცა ეს შემთხვევა წინა ინციდენტებთან შედარებით უფრო სერიოზული აღმოჩნდა. ჩამოვარდნის შემდეგ ლენო თავით კლდეს შეეჯახა და მძიმედ დაშავდა.
TMZ-ი 74 წლის კომიკოსს კომედი შოუს მიღმა შეხვდა. ტელეწამყვანს სახე და თვალი შეშუპებული ჰქონდა, ხოლო მარჯვენა მაჯა შეხვეული. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ჭრილობებისა ლენო თავს კარგად გრძნობდა და მის მდგომარეობაზე დასმულ კითხვებსაც მოკლედ უპასუხა: „კარგად ვიქნები, აქ ვარ და გელაპარაკებით“.
შემთხვევის დროს ლენო სასტუმროდან რესტორნისკენ გადაადგილდებოდა, რომელიც გორაკზე, დაახლოებით 18 მეტრით ქვემოთ მდებარეობდა. ბილიკის ნაცვლად, მან გორაკზე ჩასვლა გადაწყვიტა, ჩამოცურდა და თავი კლდეს მიარტყა. დაზიანებების მიუხედავად, Jay Leno's Garage-ის წამყვანი კომედი შოუს გადაცემას მაინც ესტუმრა.
„ჩაწერის შემდეგ, შესამოწმებლად ლას-ვეგასის საავადმყოფოში დავბრუნდი. ინციდენტი გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მაგრამ შოუ უნდა გაგრძელდეს. ამ ასაკში მთავარი ის არის, რომ შენ არ სწავლობ შენს შეცდომებზე. თქვენ უბრალოდ აგრძელებთ იგივე სისულელეების კეთებას“.