ელექტრომობილი, ფიატი, ფიატ 500, ჯორჯო არმანი
Aa
Aa

Fiat 500e - ჯორჯო არმანის დიზაინით

2025 წლის Fiat 500e Giorgio Armani Edition არის პოპულარული ელექტრომობილის მდიდრული ვერსიაა, შექმნილი მოდის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც აფასებს მაღალი კლასის იტალიურ სტილს. სპეციალური გამოშვების მოდელი ბევერლი ჰილსზე, Giorgio Armani-ის მაღაზიაში გამოჩნდა და მსურველებს სტილისა და პრაქტიკულობის უნიკალურ ნაზავს სთავაზობს. 

Fiat 500e-ის სპეციალური ვერსია შესანიშნავი არჩევანია ბევერლი ჰილზის ცენტრში ვიწრო ქუჩებში ნავიგაციისთვის. ავტომობილს კომპაქტური დიზაინი გამოარჩევს და ჩუმი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. წარმადობის თვალსაზრისით, 500e Giorgio Armani Edition მისი სტანდარტული ვერსიის იდენტურია. ავტომობილი 117 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 240 კილომეტრს ფარავს. მოდელის 42 კვტ/სთ-იანი ბატარეა 80%-ზმდე სულ რაღაც 35 წუთში იმუხტება. 

ექსტერიერი ორ ექსკლუზიურ ფერშია ხელმისაწვდომი. Ceramic Greige, იგივე მწვანე ფერი და Armani blend-ი - კრემისფერისა და ნაცრისფერის ნაზავი. ავტომობილი 17-იანი საბურავებითაა აღჭურვილი, რომელზეც Armani-ის ლოგოა დატანილი. 

ავტომობილის ინტერიერში გამორჩეული ნიუანსი ეკოტყავის სავარძლებია, რომელიც ექსტერიერის ტონებსაც შეესაბამება. Armani-ის ლოგო გვხვდება ავტომობილის სავარძლებსა და ინსტრუმენტთა დაგაზე. მოდელი 7-დინამიკიანი JBL-აუდიო სისტემითაა აღჭურვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ Fiat 500e Giorgio Armani Edition არ არის შექმნილი სიჩქარისა და შორ მანძილზე მოგზაურობისთვის, ის გამოირჩევა თავისი გამორჩეული ფუფუნებითა და დიზაინით, რაც მოდის მოყვარულთათვის მას ნამდვილ აქსესუარად აქცევს. 

მსგავსი სიახლეები