ყველაზე დიდი Hyundai, რომელიც ოდესმე შექმნილა
Hyundai-მ, უახლესი და კომპანიის ისტორიაში უდიდესი პროდუქტით, მსოფლიოს გაერთიანება გადაწყვიტა. ამის გაკეთებას სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი მისი ახალი Ioniq 9-ის პანორამული სახურავის ქვეშ აპირებს.
რა თქმა უნდა Hyundai-ის პირდაპირ ეს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მისი მასიური, 3-რიგიანი SUV-ი, ფუფუნების, მრავალფეროვნებისა და ურთიერთკავშირის ერთიანობაა. კომპანიის შეფასებით, ეს მოდელი „დღევანდელი, ჰიპერდაკავშირებული, თუმცა იზოლირებული მომხმარებლებისთვისაა“ შექმნილი.
ავტომობილის ფართო ინტერიერი მგზავრებისთვის 7 ადგილს უზრუნველყოფს. პირველი და მეორე რიგის დასასვენებელი სკამები მორგებადია და მასაჟის ფუნქციაც აქვს. 6-ადგილიან ვერსიას მბრუნავი სკამები აქვს, რაც მას ოჯახური მგზავრობებისთვის იდეალურ მოდელად აქცევს.
ეს მოდელი 110,3 კვტ/სთ ბატარეით იკვებება, რომლის წყალობოთაც Ioniq 9 მრავალ კონფიგურაციას გვთავაზობს: პირველი - ერთძრავიანი და უკანაწამყვანი 600 კილომეტრამდე დაფარვით, ან ორძრავიანი ოთხივეწამყვანი, ეფექტურობაზე ორიენტირებული მართვისთვის.
ტექნოლოგიით სავსე Ioniq 9-ს 12-დუიმიანი ორმაგი დისპლეი აქვს, რეგულირებადი ციფრული განახლებებით და მძღოლის დამხმარე სისტემებით. გამორჩეული აეროდინამიკისა და თამამი სტილის მქონე Ioniq 9-ის დებიუტი აშშ-სა და კორეაში 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, შემდგომ უკვე ევროპაშიც. ფასები ამ ეტაპზე საიდუმლოდ რჩება.