ყალბი Challenger-ი, რომელიც Civic-ის ბაზაზეა შექმნილი
იაპონურმა კომპანია Mitsuoka-მ თავისი ახალი რეტრო მოდელის, M55 Zero Edition-ისთვის შეკვეთების მიღება დაიწყო. M55-ის კონცეფტი კომპანიამ გასულ წელს, Mitsuoka-ს 55 წლის იუბილის აღსანიშნავად წარადგინა.
M55 Zero Edition დიზაინით ძალიან ჰყავს კლასიკურ Dodge Challenger-ს, თუმცა რეალურად Honda Civic-ის ბაზაზეა შექმნილი. მანქანა 1.5-ლიტრიანი, ბენზინზე მომუშავე ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 180 ცხენის ძალას და 1240 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ეს მოდელი მექანიკურად იგივეა, რაც ქარხნული Civic-ი. ამას ემატება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძრავის სიმძლავრეს ავტომობილის უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
Mitsuoka-ს ახალი მოდელის ფასი $52 000-ია. იაპონური კომპანია მანქანის მხოლოდ 100 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს. ამ მოდელებს გაყიდვაში 2025 წლიდან ვიხილავთ. დამატებით, Mitsuoka 350 შეთავაზების მიღებასაც განიხილავს, თუმცა ამისთვის მსურველებს დრო მხოლოდ 2025 წლის 19 იანვრამდე ექნებათ. ონლაინ შეკვეთები არ მოქმედებს, დაინტერესებული პირები უშუალოდ იაპონიაში მდებარე სადილეროს უნდა ესტუმრონ.
მიუხედავად იმისა, რომ M55-ის წარმადობა, ფაქტობრივად იგივე რაც Civic-ის, მიდი რეტრო სტილი Mitsuoka-ს ახალ მოდელს ამ უკანასკნელისგან მარტივად გამოარჩევს. მათთვის, ვისაც თანამედროვე, მაღალი წარმადობის, თუმცა მაინც კლასიკური სტილის ავტომობილის შეძენა სურს, ეს ვარიანტი ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება.