Lotus-ი შიდა წვის ძრავს ინარჩუნებს
Lotus-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2028 წლისთვის მთლიანად ელექტრიფიკაციაზე გადასვლას აღარ აპირებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფენგ ჩინფენგმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კომპანია Hyper Hybrid-ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს. ამ ტექნოლოგიის წყალობით, Lotus-ი შიდა წვის ძრავას შენარჩუნებს.
ახალი Plug-in ჰიბრიდული სისტემით, Lotus-ის ავტომობილები 1 000 კილომეტრზე მეტის დაფარავენ. ამვდროულად კი, ჰიბრიდული სისტემის გამოყენებით, ავტომობილები მხოლოდ ბენზინზეც კი შეძლებენ მუშაობას. ჩინფენგის თქმით. მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, მაგალითად გზატკეცილებზე, შიდა წვის ძრავი უფრო ეფექტიანია, ვიდრე ელექტროძრავი.
Lotus-ი შიდა წვის ძრავს მოიხსენიებს, როგორც „ულტრა-სწრაფი დატენვის“ სისტემას, რაც რეალურად გულისხმობს, რომ ძრავი გენერატორის ფუნქციას შეასრულებს და იმაზე ხუთჯერ უფრო სწრაფად იმუხტება, ვიდრე ენერგიას მოიხმარს. შედეგად, ავტომობილს ნებისმიერ გარემოში უწყვეტი ელექტრო მხარდაჭერა აქვს. ეს სისტემა BMW i3 REx-ისა და Mazda MX-30 R-EV-ის მსგავს ტექნოლოგიებს მოგვაგონებს, თუმცა დაფარვის უფრო დიდი დიაპაზონით.
მიუხედავად დადებითი მხარეებისსა, მსგავსი ტექნოლოგიის ავტომობილებში დამატებას გარკვეული მინუსებიც აქვს. ერთ-ერთი მაგალითია წონა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია უკვე მძიმე ელექტრომობილებისთვის, როგორიცაა Lotus Eletre SUV და Emeya სედანი, რომელთა წონა 2 268 კილოგრამს აჭარბებს.
სხვა შემთვევაში Lotus-ი ახალი ჰიბრიდული სისტემით, მაქსიმალურად ცდილობს ძრავისა და ელექტროძრავის საუკეთესო თვისებები გაერთიანოს და მომხმარებელს მაღალი სიჩქარის, სვლის მარაგისა და უკეთესი წარმადობის კომბინაცია შესთავაზოს.