ჰიბრიდული, ელექტრომობილები, ლოტუსი, ლოტუს ელეტრე, ლოტუს ემეია
Aa
Aa

Lotus-ი შიგა წვის ძრავს ინარჩუნებს

Lotus-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2028 წლისთვის მთლიანად ელექტრიფიკაციაზე გადასვლას აღარ აპირებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფენგ ჩინფენგმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კომპანია Hyper Hybrid-ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს. ამ ტექნოლოგიის წყალობით, Lotus-ი შიგა წვის ძრავას შენარჩუნებს.

ახალი Plug-in ჰიბრიდული სისტემით, Lotus-ის ავტომობილები 1 000 კილომეტრზე მეტს დაფარავენ. ამვდროულად კი, ჰიბრიდული სისტემის გამოყენებით, ავტომობილები მხოლოდ ბენზინზეც კი შეძლებენ მუშაობას. ჩინფენგის თქმით, მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, მაგალითად გზატკეცილებზე, შიგა წვის ძრავა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ელექტროძრავა.

Lotus-ი შიგა წვის ძრავს მოიხსენიებს, როგორც „ულტრა-სწრაფი დატენის“ სისტემას, რაც რეალურად გულისხმობს, რომ ძრავა გენერატორის ფუნქციას შეასრულებს და იმაზე ხუთჯერ უფრო სწრაფად დაიმუხტება, ვიდრე ენერგიას მოიხმარს. შედეგად, ავტომობილს ნებისმიერ გარემოში უწყვეტი ელექტრომხარდაჭერა ექნება. ეს სისტემა BMW i3 REx-ისა და Mazda MX-30 R-EV-ის მსგავს ტექნოლოგიებს მოგვაგონებს, თუმცა დაფარვის უფრო დიდი დიაპაზონი ექნება. 

მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მსგავსი ტექნოლოგიის ავტომობილებში დამატებას გარკვეული მინუსებიც აქვს. ერთ-ერთია წონა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია უკვე მძიმე ელექტრომობილებისთვის, როგორიცაა Lotus Eletre SUV და Emeya სედანი, რომელთა წონა 2 268 კილოგრამს აჭარბებს. 

სხვა შემთხვევაში Lotus-ი, ახალი ჰიბრიდული სისტემით, ძრავასა და ელექტროძრავას საუკეთესო თვისებების გაერთიანებას ცდილობს, რათა მომხმარებელს მაღალი სიჩქარის,  სვლის მარაგისა და უკეთესი წარმადობის კომბინაცია შესთავაზოს.

 

მსგავსი სიახლეები