ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა მოდელ 3, ტესლა როუდსტერი
Aa
Aa

„იუთუბერმა“ შექმნა CyberRoadster-ი, რომელიც ჯერ Tesla-ს არ გამოუშვია

Tesla-მ კომპანიის ახალი მოდელის, Roadster-ის გამოშვება ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დააანონსა. თუმცა ელექტრომობილების მწარმოებელი პროექტზე მუშაობას აგრძელებს და სავარაუდოდ, Roadster-ს 2025 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

ამერიკული კომპანიის გადავადებების პარალელურად, CyberRoadster-ის დამზადება საკუთარ თავზე ცნობილმა „იუთუბერმა“ აიღო და Tesla-ს ახალი მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ბევრი თვლის, რომ „იუთუბერმა“ საქმე იდეალურად შეასრულა.

დევიდ ანდრეევმა სახლის პირობებში შექმნილ ავტომობილს CyberRoadster-ი უწოდა. მაგრამ რეალურად, ეს მოდელი არც პიკაპია და არც კაბრიოლეტი. ანდრეევმა Roadster-ი დაზიანებული შავი Model 3 Performance-ის ბაზაზე შექმნა, შემდეგ კი ავტომობილი წითელ, Candy Red-ის ფერში გადაღება.

ავტომობილის სახურავი ტრადიციულ, hot rod-ის სტილსაა მორგებული, ხოლო მთლიანი პანელი სრულად შეცვლილია. Tesla-ს კონცეფციასთან შედარებით, ანდრეევმა Roadster-ის ბევრად უფრო „კუნთოვანი“ ვერსია შემოგვთავაზა - მათ შორის ბლოკირებული წინა ნაწილითა და Charger Daytona-ის სტილის კაპოტით.

ანდრეევის შეფასებით, ავტომობილის ექსტერიერზე მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ელოდა. ახლა კი, ინტერიერის დასრულებას ცდილობს. თუმცა ისეთივე რთული დიზაინის აწყობას არ გეგმავს, როგორიც რეალურ Tesla-ში გვხვდება.

„იუთუბერის“ თქმით, მხოლოდ ავტომობილის უკანა ნაწილის აწყობას რამდენიმე თვე დასჭირდა. გარკვეული ნაწილები კი კვლავ დასახვეწია. მათ შორის წინა კარები, რომელიც ძალიან წვრილია, ასევე გასაუმჯობესებელია ხილვადობაც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ანდრეევს მილიონიანი ბიუჯეტი არ ჰქონია, ავტომობილი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

მსგავსი სიახლეები