ფორმულა 1, ფერარი, ჰონდა, ჯენერალ მოტორსი, კადილაკი, ჰაასი
Aa
Aa

Cadillac-ი „ფორმულა 1“-ს ჩემპიონატს შეუერთდება

მრავალწლიანი საგა დასრულებულია: General Motor-ს „ფორმულა 1“-ში ვიხილავთ. Cadillac Formula 1 ჩემპიონატს 2026 წლის სეზონზე, მე-11 გუნდად შეუერთდება. General Motor-ი კი, პირველი ამერიკული ავტომწარმოებელი იქნება, რომელსაც F1-ში საკუთარი გუნდი ეყოლება.

General Motor-მა, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, F1-ის ძრავების წარმოების პირობა დადო. თუმცა მანამდე, ამერიკული ავტომწარმოებელი ჩემპიონატში სხვა გუნდების ძრავას გამოიყენებს. შესაძლო ალტერნატივებს შორისაა Ferrari და Honda.

„ფორმულა 1“-ის ჩემპიონატში მოხვედრას General Motor-ი დიდი ხანია ცდილობს. გასულ წელს, ამ მიზნით, Cadillac-ისა და Andretti Global-ის საერთო გუნდის ჩამოყალიბებაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ ამბიციური პროექტი ჩაიშალა.

ჩემპიონატში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი Andretti Global-ის ყოფილი CEO მაიკლ ანდრეტი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ამჟამად F1-ში გაწევრიანების პროცესზეა გადართული. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ Andretti ჩემპიონატის საქმეებში კვლავ ჩართულია, თუმცა ფაქტია, გუნდის დასახელებაში მის სახელწოდებას აღარ ვხვდებით.

Cadillac-ის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება „ფორმულა 1“-მაც გამოაქვეყნა. მაგრამ, F1-ის განცხადებაში Andretti ნახსენები არაა. პარალელურად, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Cadillac-მა გუნდის საბჭოს დირექტორად F1-ის ამერიკელი ჩემპიონი მარიო ანდრეტი დაასახელა.  

ცნობისთვის, Cadillac-ი პირველი გუნდი გახდება, რომელიც 2016 წლის შემდეგ F1-ის ჩემპიონატს შეუერთდება. 2016 წელს ეს პატივი ასევე აშშ-ის საკუთრებაში მყოფ გუნდ Haas-ს ერგო, თუმცა ამ კონტექსტში, Haas-ი „პირველ ამერიკულ გუნდად“ არ განიხილება, რადგან ის ძრავისა და სხვა ტექნიკური საკითხებისთვის Ferrari-სთან თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები