აუქციონი, ფორმულა 1, მერსედესი, მერსედეს ვი 196
Aa
Aa

Mercedes-Benz-ის F1-ის საკულტო ავტომობილი აუქციონზეა

ბოლიდის ღირებულება $55  მილიონს აღემატება.

„ფორმულა 1“-ის ადრეულ წლებში, მანამ, სანამ მკაცრი რეგულაციები ამოქმედდებოდა და ყველა ბოლიდი ერთმანეთს დაემსგავსებოდა, ავტომწარმოებლებს დიზაინზე ბევრად ცოტა შეზღუდვა ჰქონდათ. სწორედ მაშინ, Mercedes-Benz-მა საკულტო ავტომობილი W 196 R შექმნა. მანქანა, რომელიც ჰაეროვან და დახვეწილ ფორმებს აერთიანებდა და მას Stromlinienwagen-ი უწოდა.

Mercedes-Benz-ისთვის, „ფორმულა 1“-ში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი  ამჟამად Sotheby’s-ის აუქციონზე იყიდება. W 196 R პირველად 1955 წლის იანვარში, ბუენოს აირესის გრანპრიზე გამოჩნდა, რომელშიც ხუან მანუელ ფანგიომ ორმაგი გამარჯვება მოიპოვა. ამ ავტომობილმა თავისი რბოლების კარიერაც გამარჯვებით დაასრულა, იტალიურ გრან-პრიზე რა დროსაც ბოლიდს სერ სტირლინგ მოსი მართავდა.

Mercedes-Benz-მა თავდაპირველად W 196-ის ათივე, გადარჩენილი ეგზემპლარი შეინახა, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს მანქანა საბოლოოდ ინდიანაპოლისში, Motor Speedway Foundation-ში აღმოჩნდა. W 196 დღემდე აქ ინახება და მას შემდეგ, რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა.

Sotheby’s-ის თანახმად, ეს Stromlinienwagen-ი ერთადერთია, რომელიც კერძო პირის მიერ იყიდება. აუქციონის სახლის შეფასებით, ავტომობილის ღირებულება $55 000 000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ აუქციონების ისტორიაში, ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილის ტიტული Mercedes 300 SLR Uhlenhaut Coupe-ს ეკუთვნის. ამ მანქანის ღირებულებამ ორი წლის წინ რეკორდულ $143 მილიონს მიაღწია. მართალია, W 196 ასეთი იშვიათი მოდელი არაა, თუმცა მის მაღალ ფასს, ამ შემთხვევაში, მოდელის სარბოლო ისტორია განაპირობებს.

მსგავსი სიახლეები