ოფიციალურად: Toyota Celica დაბრუნდება
წლების განმავლობაში,გამოცემები Celica-ს შესაძლო დაბრუნების შესახებ აქტიურად წერდნენ. გავრცელებული ხმები ახლა უკვე Toyota-მაც დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება Toyota-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, იუკი ნაკაჯიმამ Rally Japan-თან ერთად გამართულ საჯარო ღონისძიებაზე გააკეთა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, Toyota-ს თავმჯდომარეს, აკიო ტოიოდას ტრადიციულად Celica-ს შესახებ ჰკითხეს. ტოიოდამ შეკითხვას კვლავ თავი აარიდა და ჟურნალისტი ნაკაჯიმასთან გადაამისამართა:
„სიმართლე, რომ გითხრათ ახლა, ამის ნიშანი არ არსებობს. თუმცა, კომპანიაში ბევრი Celica-ს დაბრუნებას მოულოდნელად ელის. არ ვიცი, საჯარო ფორუმზე ამის თქმა რამდენად კარგი იდეაა, თუმცა დიახ, ჩვენ Celica-ზე ვმუშაობთ“.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკაჯიმას განცხადება თითქოსდა საბოლოო ჩანდა, აკიო ტოიოდამ მაინც სიფრთხილის გამოჩენა ამჯობინა და კომენტარი თავადაც გააკეთა: „Best Car-მა დაწერა, რომ Toyota, Celica-ზე მუშაობს, თუმცა ყველაფერი არ დაიჯეროთ“. „მათ არ უთქვამთ, როდის გამოვა Celica, ასე, რომ ეს შესაძლოა მომავალ წელსაც იყოს“, - დაამატა ნაკაჯიმამ.
ცნობისთვის, 1970 წლიდან 2006 წლამდე, Celica-ს შვიდი თაობა ვიხილეთ. იაპონური გამოცემების თანახმად, მოდელის მერვე თაობა შესაძლოა 2025 წელს გამოვიდეს. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ კომპანია მხოლოდ მოდელის კონცეფტს შემოგვთავაზებს და არა მის სერიულ ვერსიას.
პარალელურად, Toyota 1.5-ლიტრიან და 2-ლიტრიან ძრავებზე მუშაობს, რომლებიც ელექტრიფიკაციისა და ალტერნატიული საწვავისთვისაა შექმნილი. Toyota-სთან ერთად, ახალი თაობის შიგა წვის ძრავებზე მუშაობს Subaru და Mazda-ც. სამი ავტომწარმოებლის თანამშრომლობის ფარგლებში 2-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავის გამოშვებაც იგეგმება, რომელიც შესაძლოა ახალი Celica-ს მთავარ კონკურენტადაც განვიხილოთ. მისი მაღალი ხარისხის კონფიგურაციით, მოსალოდნელია, რომ ძრავა 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Celica-სთან ერთად, MR2-ის აღორძინების შესახებ გაკეთებული მინიშნებებითა და GR86-ს მოსალოდნელი განახლებებით, Toyota-ს როგორც ჩანს, სპორტული ავტომობილების მიმართულებით ლიდერული პოზიციების დაბრუნება სურს. თუმცა ჯერ, გეგმები მაინც ბუნდოვანია.