2025 წლის BMW M5 G90-ის პირველი ავარია
ახალი 2025 წლის BMW M5 G90-ის გაყიდვები სულ ახლახან დაიწყო, თუმცა ამ მოდელის მონაწილეობით პირველი ავარია უკვე ვიხილეთ. BMW-ის სპორტული სედანი პოლონეთში, ერთ-ერთ ტრასაზე დაიმტვრა და შესამჩნევი დაზიანებებიც მიიღო.
შემთხვევის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. თუმცა, ინციდენტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა. ავარიისას, 2025 წლის M5 G90-ს BMW-ის სადილეროს წარმომადგენელი მართავდა. უცნობია, ჰყავს თუ არა ამ შემთხვევას სხვა დაზარალებულებიც.
View this post on Instagram
დაზიანების სრული ხარისხი ამ ეტაპზე რთულად დასადგენია, რადგან ფოტოებზე მხოლოდ ავტომობილის წინა ნაწილი ჩანს. როგორც ჩანს, შეჯახების შემდეგ გაიხსნა გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, მძღოლის მხარეს კარებიც დაზიანდა. შემთხვევიდან მალევე, ადგილზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟი გამოცხადდა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაზარალებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი BMW M5 ხშირად აკრიტიკებენ მისი მძიმე წონის გამო, ავტომობილის უსაფრთხოების სტანდარტები შეესაბამება უახლეს მოთხოვნებს ნამდვილად შეესაბამება. Euro NCAP-ის უსაფრთხოების რეიტინგში, მეხუთე სერიის მოდელმა, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო.