ავტოკოლექცია, ბრუნეის სულთანი, ფერარი, ბუგატი, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1, ბენტლი, ბენტლი კონტინენტალი
Aa
Aa

ბრუნეის სულთნის კოლექცია | უიშვიათესი ფოტოები

ბრუნეის სულთნის ავტომობილების დაუჯერებელი კოლექცია ენთუზიასტების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. თუმცა კოლექციის ამსახველი ფოტო თუ ვიდეო მასალა თითქმის არ არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ თანამედროვე საავტომობილო მისტერიად აქცევს. თუმცა ახლა, სოციალურ ქსელში სულთნის ავტომობილების უიშვიათესი ფოტოები გავრცელდა, რომლის ნახვაც მსურველებს თავისუფლად შეუძლიათ.

View this post on Instagram

A post shared by @brunei_cars_2001

ეს ფოტოები, სავარაუდოდ, 2001 წელსაა გადაღებული. შესაბამისად, ავტომობილების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მაგრამ ის ფაქტი, რომ სულთნის ავტოფარეხში, ასობით იშვიათი და განსაკუთრებული ავტომობილი ინახება, მის გამორჩეულ საავტომობილო გემოვნებასა და სიმდიდრეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

სულთნის გატაცება McLaren F1-ით საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ერთი პერიოდი, ბრუნეის მმართველი McLaren F1-ის 106 ეგზემპლარიდან ათ მოდელს ფლობდა. McLaren F1 LM-ის მხოლოდ ხუთი არსებული ეგზემპლარიდან, მის საკუთრებაში ორი მათგანი იყო. სულთნის კოლექციაში ასევე შედის F1 GT-ის ცისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი და შავი ვერსიები, აქვეა McLaren F1 GTR-ი, რომელმაც 1995 წელს, „ლე-მანის 24 საათი“ მოიგო.

View this post on Instagram

A post shared by @brunei_cars_2001

2000-იანი წლების დასაწყისში, ბრუნეის სულთნის კოლექციაში მინიმუმ ოთხი Bugatti EB110 SS, ექვსი Bentley Dominator SUV-ი და რამდენიმე Bentley Continental R-იც შედიოდა. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში სულთნის ათობით Ferrari-ს, მათ შორის სულ მცირე შვიდ F40-ს, სამ Ferrari F90-სა და რამდენიმე F50-საც ვხვდებით.

სრულად ბრუნეის სულთნის 2000-იანი წლების საავტომობილო კოლექცია Google Drive-ზეა ხელმისაწვდომი. მისი საშუალებით, მსურველებს ფოტოების ჩამოტვირთვისა და დათვალიერების საშუალება აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები