ლამბორგინი, ლამბორგინი მიურა
Aa
Aa

Liberty Walk-მა განიერკორპუსიან Lamborghini Miura-ზე მუშაობა დაიწყო

ორი წლის წინ, იაპონურმა კომპანიამ Ferrari F40-ს განიერკორპუსიანი ვერსია შემოგვთავაზა და ავტომოყვარულთა დიდი ნაწილის კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა, ამით არ გაჩერებულა და ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი სუპერქარის, Lamborghini Countach-ს გადაკეთება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ახლა უკვე Lamborghini Miura-ს ჯერი დადგა, რომელსაც Liberty Walk-ი იანვარში, ტოკიოს ავტოშოუზე წარგვიდგენს.

Lamborghini Miura Register-ის თანახმად, ავტომწარმოებელმა Miura-ს 800-ზე ნაკლები ეგზემპლარი შექმნა. იმ კონკრეტული მოდელის შესახებ, რომელსაც Liberty Walk-ი მხოლოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს. მაგრამ ერთი რამ ცხადია: იაპონური კომპანია აშკარად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ სუპერქარისთვის ახალი კორპუსის შექმნაა.

Miura-ს თავდაპირველი კორპუსი მოხსნილი აქვს და, როგორც ჩანს, მოდიფიცირებამდე, სრულად აღდგენილია. უნდა ითქვას, რომ Liberty Walk-მა პროექტისთვის არა ახალი, არამედ უკვე დაზიანებული Miura გამოიყენა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ Lamborghini-ს მოყვარულებს, იაპონური კომპანიის საბოლოო შედეგი მოეწონებათ.

Liberty Walk-თან ერთად, პროექტში მონაწილეობას რამდენიმე კომპანია იღებს. მათ შორისაა Armytrix-ი, რომელიც გლობალურად, გამონაბოლქვი სისტემების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია.

საინტერესოა, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Liberty Walk-მა Miura-ზე მუშაობა გადაწყვიტა. 2018 წელს, კომპანიამ განიერკორპუსიანი Miura დაამზადა, თუმცა მაშინ, მოდელი Ford GT40-ის ასლის ბაზაზე შეიქმნა.

 

მსგავსი სიახლეები