ქოსვორსი, ასტონ მარტინი, რიმაცი
Aa
Aa

ეპოქის დასასრული Cosworth-ში

დღეს, Cosworth-ში ეპოქა დასრულდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინგლისური ძრავების ცნობილი მწარმოებელი ორი სხვადასხვა, მილიონობით დოლარად შეფასებული ჰიპერქარისთვის არა ერთ, არამედ ორ V12 ძრავას აწარმოებდა. თუმცა, ახლა, მხოლოდ ერთ მათგანს დასჯერდება.

Cosworth-ი Aston Martin Valkyrie-ის ატმოსფერული V12-ძრავების წარმოებას წყვეტს. ამ ძრავის უკანასკნელმა ეგზემპლარმა ქარხანა უკვე დატოვა და Valkyrie-ის საგზაო მოდელში განთავსდება.

Aston Martin-სა და Cosworth-ს შორის თანამშრომლობა ათწლეულს ითვლის. ამ პერიოდში, კომპანიებმა 257 ძრავა გამოუშვეს, როგორც Valkyrie-ის საგზაო მოდელებისთვის, ასევე სარბოლო ავტომობილებისთვის. თანამშრომლობამ Valkyrie-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდიც მოუტანა, მათ შორის წელს, სილვერსტოუნზე.

Aston Martin Valkyrie-ი სხვა საავტომობილო წარმოებისგან შედარებით განსხვავებულია. Valkyrie „ფორმულა 1“-ის ლეგენდარულმა ინჟინერმა, ადრიან ნიუიმ შექმნა. თუმცა, მის წარმოებაში შეტანილი წვლილი Rimac-ს, Multimatic-სა და Cosworth-საც არ უნდა დავუკარგოთ.

მოდელის საგზაო ვერსია 6.5-ლიტრიანი V12-ძრავითაა აღჭურვილი და 1 001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 780 ნიუტონ მეტრია. ეს ავტომობილი ჰიბრიდულია, რის გამოც მოდელის გამომუშავებას 141 ცხენის ძალისა და 280 ნიუტონ მეტრის ელექტროძრავაც ემატება. საერთო ჯამში, Aston Martin Valkyrie-ის გამომუშავება 1 139 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.3 წამში აღწევს.

რეალურად, არც არავინ არ ელოდა, რომ Cosworth-ი Valkyrie-ის V12 ძრავას წარმოებაში „მარადიულად“ დატოვებდა. ის ყოველთვის შეზღუდული წარმოების მოდელი იყო. თუმცა, Valkyrie-ის V12 შიგა წვის ძრავების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო, რაც ავტომოყვარულთათვის ამ თემას არც თუ ისე სასიამოვნო სიახლედ აქვევს.

საბედნიეროდ, Cosworth-ი Gordon Murray-სთვის ატმოსფერული V12-ების წარმოებას კვლავ გააგრძელებს.

 

მსგავსი სიახლეები