ჰონდა, ნისანი
Aa
Aa

Nissan-ს 12-დან 14 თვემდე დარჩა

კომპანიამ შესაძლოა Honda-ს აქციების უმრავლესობა გაყიდოს.

Nissan-ში ყველაფერი კარგად არ არის. სადილეროები ზარალზე მუშაობენ, წარმოება იკლებს, კომპანია კი დასაქმებულთა გათავისუფლებებს აგრძელებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ Nissan-მა, Mitsubishi-ში თავისი წილის მესამედი უკვე გაყიდა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცოტათი დაგვიანებულიც კი იყოს.

უახლესი ანგარიშის პროგნოზით, ავტომწარმოებელი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის. Financial Times-თან ინტერვიუში, კომპანიის არსებულ მდგომარეობაზე, Nissan-ის ორმა აღმასრულებელმა ისაუბრა. თუმცა გამოცემა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. ანონიმურ პირებზე დაყრდნობით, Financial Times-ი წერს, რომ კომპანიას „გადასარჩენად 12-დან 14 თვემდე აქვს დარჩენილი“.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ახალ გრძელვადიან ინვესტორს ეძებს, როგორიცაა ბანკი ან მსხვილი სადაზღვევო ჯგუფი. წყაროთა ცნობით, Nissan-ი, თავისი დიდხნიანი კონკურენტის, Honda-ს მიერ კომპანიაში წილის შეძენასაც არ გამორიცხავს და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

საინტერესოა ისიც, რომ ახლახან, Nissan-მა Honda-თან და Mitsubishi-თან რამდენიმეწლიან თანამშრომლობას მოაწერა ხელი. პარტნიორობა, გრძელვადიან პერიოდში, ელოექტრომობილების განვითარებას ითვალისწინებს. კომპანიის ანონიმური წყარო ამბობს, რომ Honda-Nissan-ის უფრო დიდი პარტნიორობა "მხოლოდ დადებითი" იქნება ფრანგული ავტომწარმოებლისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში გაყიდვების ვარდნის გავლენით, Nissan-მა, ამ თვის დასაწყისში, 9 000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა. პარალელურად, 20%-ით შემცირდა წარმოებაც. Nissan-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში 85%-ი დავარდა, ხოლო წმინდა ზარალმა $60 მილიონი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები