ტოიოტა, ტოიოტა სუპრა
Aa
Aa

უკანასკნელი Toyota Supra: 429 ცხენის ძალის A90

Toyota თავის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილის, Supra-ს წარმოებას წყვეტს. სერიის ბოლო მოდელი Supra A90 Final Edition-ი იქნება. ავტომწარმოებელი Supra-ს მხოლოდ 300 ეგზემპლარს გამოუშვებს, გასულ თაობასთან შედარებით, მნიშვნელოვანი განახლებებით.

მათ, ვინც ახალ მოდელში BMW-ის S58 ძრავას ელოდნენ, იმედები გაუცრუვდათ. ამის ნაცვლად, კომპანიამ Final Edition-ში კვლავ B58 შეინარჩუნა, თუმცა გამომუშავება გაზარდა. შედეგად, წინა თაობასთან შედარებით, ახალ Supra-ში სიმძლავრე 382 ცხენის ძალიდან 429 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი, 500-დან 570 ნიუტონ მეტრამდე.

მოდელში გაუმჯობესებები, განახლებული ჰაერის შემშვებისა და ახალი კატალიზატორის დამსახურებაა. ძირითადი განახლებები მოიცავს Brembo-ს 19-ინჩიან მუხრუჭებს, KW-ის რეგულირებად KW დაკიდების სისტემას და Akrapovič-ის ტიტანის გამონაბოლქვ სისტემას. ავტომობილი TGR-ის ბრენდის სტაგნირებული დისკებითა და Michelin Pilot Sport Cup 2-ის საბურავებითაა აღჭურვილი.

ავტომწარმოებელმა Final Edition-ის მხოლოდ 6-სიჩქარიანი მექანიკით აღჭურვილი ვერსია წარმოგვიდგინა. Final Edition-ში ახალ აეროდინამიკურ პაკეტს, მათ შორის კარბონის წინა სპოილერს, უკანა ფრთასა და კაპოტს ვხვდებით.  

GT4-ის სარბოლო მანქანებითაა შთაგონებული მოდელის უკანა ქვეჩარჩო, უკეთესი მოჭიდებისთვის გაუმჯობესებულია ავტომობილის საჭეც. ინტერიერში გამოყენებულია Recaro-ს კარბონის სავარძლები, რომელიც ალკანტარათია დაფარული.

Toyota-ს არსებული თაობის Supra-ს წარმოების შეჩერების კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა მეექვსე თაობას სავარაუდოდ ძალიან მალე ვიხილავთ.

 

მსგავსი სიახლეები