თვითმართვადი Tesla-ს კიდევ ერთი ავარია
დაზარალებული Tesla-ს მძღოლისგან $745 000-ს ითხოვს.
პორტლენდის მცხოვრები Tesla-ს 2023 წლის ნოემბერში მომხდარი შემთხვევის გამო უჩივის. მამაკაცის განცხადებით, ის Hyundai-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თვითმართვად რეჟიმზე მყოფი Tesla შეეჯახა. ეს ბოლო, გამჟღავნებული ინციდენტი Tesla-ს ავტონომიური სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და ერთგვარი გაფრთხილებაა მძღოლებისთვის - ავტომობილების მართვისას ყურადღება გამოიჩინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციური დაზარალებული ელექტრომობილების ამერიკული კომპანიისგან კომპენსაციის სახით $745 000-ს ითხოვს. სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, შემთხვევა Oregon 212-ისა და Southeast Sunnyside Road-ის კვეთაზე მოხდა. მაიკლ უორდი, თავისი 2021 წლის Hyundai-ით მოძრაობის მიმართულებით მიმდინარეობდა, რა დროსაც მას Tesla შეეჯახა, რომელმაც სავარაუდოდ, გაჩერების ნიშანი ვერ აღიქვა.
შეჯახების შედეგად, უორდს მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები მიადგა - აღენიშნებოდა ხერხემლისა და სახის არეში მოტეხილობები. თითქმის სრულად განადგურდა მისი ავტომობილიც. დაზარალებულმა სარჩელი Tesla-ს მძღოლის წინააღმდეგ შეიტანა და ის „ავტომობილის მართვისას გამოჩენილ დაუდევრობაში დაადანაშაულა“.
უორდი ახლა სასამართლოსგან სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს. $745 000-იანი კომპენსაცია მოიცავს $100 000-ს წარსული და მომავალი სამედიცინო ხარჯებისთვის, $40 000-ს დაკარგული შემოსავლის ასანაზღაურებლად, $5 000-ს პირადი საკუთრების განადგურებისა და დამატებით, $600 000-ს შემთხვევის შედეგად მიღებული ტკივილისა და ტანჯვისთვის.
საინტერესოა, რომ სარჩელი უშუალოდ Hyundai-ის მძღოლის წინააღმდეგაა შეტანილი და Tesla-ს მიმართ რაიმე სახის ბრალდებას არ ითვალისწინებს. ამ ფაქტს მარტივი ახსნა აქვს: Tesla-ს პოლიტიკა მძღოლებისგან სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენას ითხოვს, იმ დროსაც კი, როდესაც მათი ელექტრომობილი ავტოპილოტზე ან სრულად თვითმართვად რეჟიმზეა გადაყვანილი.