ტოიოტა, ტოიოტა ტუნდრა
Aa
Aa

ქალი Toyota Tundra-ს დისკებზე მართვის გამო დააკავეს

დაკავებული ავტომობილით 160 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.

მადლიერების დღეს, როგორც სხვა სადღესასწაულო პერიოდში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არავის უკვირს. თუმცა საზღვრები არსებობს, და მსგავსი შემთხვევები, სხვებისთვის საფრთხის შექმნის მიზეზად არ უნდა იქცეს.

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის მადლიერების დღესასწაულზე მომხდარი ფატალური სატრანსპორტო ინციდენტების 35%-ში, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ფატალურ ავარიაში მონაწილე მძღოლების 23%-ის სისხლში, ალკოჰოლის შემცველობა 0.15 ან მეტი იყო.

წლევანდელ მადლიერების დღეს კი პოლიციამ დააპატიმრა ქალბატონი, რომელიც ტრასაზე თავისი Toyota Tundra-თი გადაადგილდებოდა. პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერც კი შეამჩნია, რომ მისი ავტომობილი მხოლოდ დისკებზე იდგა. უფრო მეტიც, დისკებზე ის ავტომობილს 160 კმ/სთ-ის სიჩქარით მართავდა.

საპატრულო განყოფილებაში შეტყობინება საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა. ოფიცრების გაგზავნიდან მალევე, ადგილობრივებმა განყოფილებას უკვე ავარიის შესახებ აცნობეს. ეკიპაჟის ადგილზე მისვლისას, ავტოსაგზაო შემთხვევა უკვე მომხდარი იყო. ავარიის შემდეგ, მანქანას მხოლოდ ერთი, უკანა საბურავი ჰქონდა შერჩენილი.

35 წლის მძღოლი, სკაილარ პეპლინსკი დაკავებულია. მას ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის წაუყენეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.29 იყო, რაც ლეგალურ ზღვარს თითქმის 4-ჯერ აღემატება.

მსგავსი სიახლეები