Maserati-ის 818 ცხ.ძ-იანი ელექტრომობილი | იუბილეს აღსანიშნავად
პირველ დეკემბერს, Maserati 110 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც საკმაოდ კარგი დროა ახალი, სპეციალური გამოშვების მოდელის წარსადგენად. ავტომწარმოებელი სრულად ელექტრო Folgore-ის ბაზაზე შექმნილ Maserati GranTurismo 110-ს ლიმიტირებულ ვერსიას გამოუშვებს - მხოლოდ, 100 ეგზემპლარად.
ლიმიტირებული გამოშვების 110 ეგზემპლარიდან, 55 Rame Folgore-ის, ხოლო 55-იც Blu Inchiostro-ს ფერში იქნება. ორივე მათგანი ალუმინის დისკებითაა აღჭურვილი, რომელზედაც 110 წლის იუბილის აღსანიშნავი ემბლემაა დატანილი. დიდი ალბათობით, ავტომობილის სხვადასხვა სპეციფიკაციები Maserati-ს Fuoriserie პერსონალიზაციის პროგრამის მიერ შეიქმნა.
Maserati GranTurismo Folgore სამი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ერთად, 818 ცხენის ძალას და 1 350 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებენ. მსგავსი შესაძლებლობებით, ეს მოდელი GranTurismo-ს ყველაზე მძლავრი ვერსიაა და იმაზე მეტსაც კი გამოიმუშავებს, ვიდრე V6-ის მქონე Modena და Trofeo.
ამავდროულად, ელექტრომობილი 92.5 კვ.ტ/სთ-ის სიმძლავრის ბატარეების პაკეტითაა აღჭურვილი და ერთი სრული დამუხტვით, 390 კილომეტრს ფარავს.
ავტომწარმოებელი თავის ახალ ელექტრომობილს საჯაროდ 30 ნოემბერს წარადგენს. ღონისძიება iale Ciro Menotti-ის სათავო ოფისში გაიმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული წარმოების GranTurismo-ს გარდა, 110 წლის იუბილესთვის მიძღვნილი ლოგო ახალ Tipo Folgore Formula E GEN3 ერთადგილიან მოდელზეც გვხვდება. Formula E-ს ჩემპიონატის მე-11 სეზონი 7 დეკემბერს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაოლოში დაიწყება.