ელექტრომობილი, ფოლცვაგენი, ფოლცვაგენი გოლფი, რივიანი
Aa
Aa

Volkswagen-ი და Rivian-ი ახალ ელექტრო Golf-ზე მუშაობენ

Volkswagen-ი თავისი ყველაზე პოპულარული მანქანიდან შიგა წვის ძრავის ამოღებას კიდევ ერთხელ ეცდება. როდესაც ეს მოხდება, სავარაუდოდ, ID.3 აღარ იარსებებს, თუმცა კომპანია, ახლა უკვე Rivian-თან თანამშრომლობით, ახალ ელექტრომობილს წარადგენს.

Rivian-ი Volkswagen-ს მეცხრე თაობის Golf-ის შექმნაში დაეხმარება. ახალი კომპაქტური ჰეჩბეკი ელექტრო იქნება და მომავალ, Scalable Systems Platform-ის ბაზაზე შეიქმნება. რამდენიმე კვირის წინ, VW-მა და Rivian-მა ერთობლივი საწარმოც შექმნეს - $5.8 მილიარდის ღირებულების - სადაც ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე იმუშავებენ. ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება, Golf Mk9 იქნება.

Automotive News-თან საუბრისას, შაფერმა დაადასტურა, რომ Volkswagen-ს, თავისი ახალი, ლეგენდარული მოდელის შესაქმნელად, Rivian-ის დახმარება სჭირდება: „ჩვენ პროგრამულად უზრუნველყოფილი მანქანის შექმნა გადავწყვიტეთ. ეს სწორედ Rivian-თან ერთად, ჩვენს ახალ ქარხანაში მოხდება. გვსურს, რომ მოგზაურობა ჩვენი საკულტო პროდუქტით დავიწყოთ“.

ახალი ელექტრო "Golf Mk9" სავარაუდოდ, 2029 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მისი გამოშვებამდე Volkswagen ID.3-ის გაუმჯობესებას კიდევ გააგრძელებს. 2026 წელს ახალ "ID.3"-ს ველოდებით, რომელსაც განახლებული ინტერიერი და მეტი ფიზიკური ღილაკები ექნება.

Volkswagen-ი e-Golf-ის წარმოების შეჩერებას ჯერ არ გეგმავს. აქედან გამომდინარე, მისი ელექტროხაზის ევოლუცია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა ამისა, “Mk8”-ის პორტფელი (რომელიც შიგა წვის ძრავით, დიზელისა და ჰიბრიდული ტიპის მოდელებით გაიყიდება) შესაძლოა ბაზარზე 2035 წლამდე დარჩეს. 2035 წელს კი, შიგა წვის ავტომობილებზე ევროკავშირის შეზღუდვაც ამოქმედდება.

Volkswagen-ის წარმომადგენლების განცხადებით, Rivian-ის კომპეტენცია ავტომობილების ელექტროარქიტექტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გარდა ამისა, 2027 წლიდან, ახალ ელექტრომობილებზე Rivian-ი Audi-სთან და Porsche-სთან ერთადაც იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები