Tesla Cybertruck-ით ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიის ჩრდილოეთით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა. საპატრულო განყოფილებაში შეტყობინება ერთ-ერთი მგზავრის მობილურით შევიდა, რომელმაც ავტომატურად SOS შეტყობინება გაგზავნა და სამართალდამცველებს ავარიის ზუსტი კოორდინატები მიაწოდა.
ადგილზე მისულ ბრიგადას ცეცხლის ალში გახვეული Tesla Cybertruck-ი დახვდა. საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე საკმოად მალე აღმოჩნდა, თუმცა შედეგი უკვე კატასტროფული იყო.
ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. საპატრულო დეპარტამენტის უფროსმა შემთხვევის შესაძლო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დაასახელა. მისივე თქმით, მექანიკური პრობლემების ნიშნები ამჟამად არ იკვეთება.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla Cybertruck გზიდან გადავიდა, სავალი ბორდიურის ზოლს გასცდა და ცემენტის კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილი კედელსა და დიდ ხეს შორის მოექცა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანას მალევე ცეცხლი გაუჩნდა.
მიუხედავად საწყისი ეჭვებისა, რომ ცეცხლის მიზეზი Tesla-ს ლითიუმ-იონური აკუმულატორები შეიძლებოდა ყოფილიყო, ბრენიგანმა აღნიშნა, რომ ცეცხლი „სტანდარტული მანქანის ხანძარს“ ჰგავდა და მისი ლოკალიზებაც სწრაფად მოხერხდა.