Subaru, რალი, WRX, STI, კენ ბლოკი, სუბარუ, ვეერიქსი, ესტიაი, ტრევის პასტრანა
Aa
Aa

იყოლიებდით კენ ბლოკის Subaru WRX STI-ის?

ეს WRX STI Cermont SportsCar-მა რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნა.

რალის ოფიციალური შეჯიბრებებისთვის აწყობილი ავტომობილები აუქციონებზე ძალზედ იშვიათად გამოდის. თუმცა, ახლა სწორედ ერთი ასეთი გამონაკლისი შემთხვევაა, რომელზეც აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. სურათებზე ნაჩვენები, 2004 წლის Subaru Impreza WRX STI არამხოლოდ რალის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას, არამედ მას ცნობილი პილოტები, კენ ბლოკი და ტრევის პასტრანაც მართავდნენ.

ეს ძალზედ განსაკუთრებული WRX STI Vermont SportsCar-მა შექმნა. მას ბლოკი და პასტრანა 2007-2008 წლებში Production World Rally Championship-ში იყენებდნენ. მანქანამ კამპანიის 6 რბოლაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი მარკ ფოქსი და დეივიდ მირა მისი დახმარებით რალი ამერიკაზე გამოდიოდნენ. ერთ დროს სტანდარტული WRX STI ამ რბოლებისთვის სერიოზულად გარდაქმნეს.



სტანდარტული WRX STI-ის მსგავსად, მის სიმძლავრეს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, მის წარმადობაზე ზუსტი მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, სტანდარტულ 300 ცხენის ძალაზე და 400 ნიუტონ მეტრზე მეტი რომ ექნება, ეს ცხადია. ვიცით ის, რომ ყველაფერს MoTec-ის კომპიუტერი აკონტროლებს, რომელსაც სიმძლავრის რამდენიმე პარამეტრი აქვს. Vermont SportsCar-მა STI-ისთვის გამშვები სისტემა და FIA-ს რეგულაციების შესაბამისი საწვავის შეფრქვევის სისტემა შექმნა. ასევე, მოდელს დამატაებით კიდევ ერთი საწვავის ტუმბო დაუმატა. ამ WRX-ს ე.წ. „ანტილაგიც“ აქვს.

კორპუსის ოთხივე კუთხეში Ohlins-ის ამორტიზატორები დაგხვდებათ. ასევე, შეცვლილია განივი მდგრადობის სტაბილიზატორიც. ის Subbie-ს ფირმისაა. გაუმჯობესებულია სამუხრუჭე სისტემა. Speedline Corse-ს 15-იან დისკებზე კი Pirelli Scorpion-ია გადაკრული. 



ინტერიერიდან ამოღებულია ყველაფერი, რაც რალის მანქანისთვის ზედმეტია. მათ სანაცვლოდ უსაფრთხოების კარკასი და Sparco-ს ანატომიური სავარძელია დამონტაჟებული. ასევე, იქვეა Momo-ს სპორტული საჭე, ცეცხლმაქრი სისტემა და უსაფრთხოების სხვა საშუალებებიც. ოდომეტრზე კი 22 400 კილომეტრია გამოსახული.

სტატიის წერის მომენტში ავტომობილი 75 000$-ად არის შეფასებული. აუქციონის დასრულებამდე კი 5 საათია დარჩენილი.

რა ფასად შეიძენდით ამ „სუბარუს"? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები