Jaguar XJS, იაგუარი, TWR, Supercat
Aa
Aa

ეს TWR Supercat-ია და მას 660-ცხენისძალიანი V12 აქვს

ამ გათანამედროვებული კლასიკის ფასი 285 000$-ია და თითოეული ცენტი ღირს.

Tom Walkinshaw Racing-ი ბრიტანული საინჟინრო და საავტომობილო კომპანია იყო, რომელიც Formula 1-ში და „ლე მანის 24 საათიან“ რბოლაში ოპერირებდა. ფირმამ 2002 წელს არსებობა შეწყვიტა, თუმცა, ახლახან კომპანიის თავდაპირველი მფლობელის შვილმა ის გააცოცხლა.

TWR-ის პირველი ახალი ქმნილება Supercat-ია, რომელიც Jaguar XJS-ზეა დაფუძნებული. ეს გათანამედროვებული კლასიკა 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრეს 5.6-ლიტრიანი ატმოსფერული V12 გამოიმუშავებს, რომელზეც კომპანიამ საკუთარ კედლებში იმუშავა. ის XJS-ის 5.3-ლიტრიანი V12-ის საფუძვლიანი მოდიფიცირებით შეიქმნა. მისგან წარმოქმნილი დატვირთვა კი მხოლოდ უკანა ბორბლებს გადაეცემა. 



Supercat-ი მსოფლიოში სულ 88 ეგზემპლარად იარსებებს. ეს რიცხვი კი შემთხვევითობა არ გახლავთ. TWR-მა პირველად „ლე მანის 24-საათიანი“ რბოლა XJR-9-ით სწორედ 1988 წელს მოიგო.

TWR-ი ამ პროექტებისთვის XJS-ის დონორ ავტომობილებს იყენებს. ეს უკანასკნელი 1975-96 წლებში გამოდიოდა. TWR-ი ხშირად მათ ძარიანი ავტომობილების ჩემპიონატისთვის ამზადებდა. Supercat-ი კი თავისი არსით სარბოლო ისტორიასა და ველურ დიზაინს აცოცხლებს. მანქანის დიზაინში ისეთი დეტალები აქვს, როგორიც XJR-9-ში, XJR-15-ში და XJ220-ში გვხვდებოდა. 




კორპუსი მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული. ის სტანდარტული მოდელის გაბარიტებზე 17 სანტიმეტრით უფრო განიერია. მაყუჩები გვერდიდან იმზირება. უკან კი უზარმაზარი დიფუზორი გვაქვს, რომელიც განიერ კორპუსს იდეალურად ავსებს. წონის შემცირებაზე დიდი გავლენა კარბონ-კერამიკულმა სამუხრუჭე სისტემამაც იქონია. Supercat-ის წონა 1 600 კგ-ია. ქარხნული XJS-ი კი თითქმის 1800 კგ იყო.

ინტერიერი, ექსტერიერის მსგავსად, ახალი და კლასიკური სტილის ნაზავითაა წარმოდგენილი. რაც მთავარია, კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკაა. მართვის ანალოგური გამოცდილება TWR-ისთვის უმნიშვნელოვანესია.

ეს სიამოვნება 225 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი ღირს, რაც 285 000$-ის ეკვივალენტია. მსურველები მოდელს 2025 წლიდან შეიძენენ.

მსგავსი სიახლეები