ჯეი ლენო, კრაისლერი
Aa
Aa

ჯეი ლენომ თავისი Chrysler Turbine აღადგინა

დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ, რაც ჯეი ლენომ თავისი Chrysler Turbine შეიძინა, ავტომობილის ძრავა დადნა. ამის შესახებ, თქვენ შესაძლოა არაფერი გსმენიათ, რადგან მაშინ, Tonight Show-ს ყოფილ წამყვანს ავტომობილის დაზიანებაზე არაფერი განუცხადებია. შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყოს, რომ ლენომ ზუსტად არ იცოდა შეძლებდა თუ არა თავისი გამორჩეული მოდელის შეკეთებას.  

ლენოს სპილენძის ფერის ორკარიანი Chrysler-ი, რომელიც ხელახლა შექმნილი ტურბინული ძრავითაა წარმოდგენილი, დღის სინათლეზე ამ წლის აგვისტოში, Woodward Dream Cruise-ზე გამოჩნდა. ძრავის თავიდან ასამუშავებლად ინჟინერთა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია.

სემ ბარლოუ უილიამსმა, ძრავის ქარხნული ვერსიის ერთ-ერთმა დამპროექტებელმა, Chrysler-ის მიერ ავტომობილის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, საკუთარი კომპანია, Williams International-ი დააარსა. ამჟამად, კომპანიას მისი შვილი გრეგი უძღვება, რომელმაც მთელი თავისი რესურსი და გამოცდილება პროექტის დასასრულებლად გამოიყენა. საქმის ბოლომდე მისაყვანად მან Chrysler-ის სხვა, თავდაპირველი ინჟინრებიც დაიხმარა.

ავტომობილის აღდგენის შემდეგ, ლენომ განახლებული Chrysler-ით სატესტო გასეირნებაც მოაწყო. ვიდეოში ცნობილი წამყვანი და კომიკოსი თავის ავტომობილზე საუბრობს და რამდენიმე კილომეტრზე მანქანითაც მგზავრობს. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ავტომობილის კორპუსისა და სხვა მახასიათებლების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, გარკვეული ელემენტების შესაკეთებლად კი, 3D ტექნოლოგიაა გამოყენებული.

ლენოს ავტომობილის აღდგენისა და ისტორიის შესახებ მცირე ვიდეო Hagerty-მაც გამოაქვეყნა. თუმცა რეკონსტრუქციის სრულ ვერსიას, დიდი ალბათობით, Leno's Garage-ზე უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები